"მინდა, ჩემი საოცრება შევქმნა ჩემს პატარა ქვეყანაში" - სოფიო დულარიძის მიერ საკუთარი ხელით შექმნილი ულამაზესი დეკორაციები

32 წლის სოფიო დულარიძემ არქიტეტქურის ფაკულტეტი სამხატვრო აკადემიაში დაამთავრა, თუმცა მის ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი და თავის საქმიანობა ცოტა ხანს შეწყვიტა... როგორც სოფო იხენებს, იმ პერიოდში ხელსაწყოების და მასალის შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდა... ამის გამო უნდა ეპოვა ისეთი მასალა, რომელიც მისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა. მალევე აღმოაჩინა ხის შემცვლელი მასალა - ცემენტი და ამ მასალით გააგრძელა მუშაობ. ამის შემდეგ დაიწყო ეზოების მოპირკეთება და გარე ინტერიერის ხელით მოწყობა. ხის მაგივრად მუშაობა ცემენტით დაიწყო და დღემდე თავის საქმეს დიდი მონდომებითა და სიყვარულით აკეთებს.

- როდესაც
სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ჩემმა საამაყო პედაგოგმა მიმაბარა ადამიანს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. სწავლასთან ერთად ბატონი ავთო ინასარიძის სახელოსნოში ვსწავლობდი ხეზე მუშაობას, ჩუქურთმების ხელით ამოკვეთას და უანგაროდ ვიღებდი იმ ცოდნას, რომელიც ამოუწურავია დღემდე. ვსწავლობდი ქარგვას, ქსოვას, კერვას და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას. მახსოვს, იმ პერიოდში ვოცნებობდი მყოლოდა მოპედი, რომელიც გადაადგილებაში ნაკლებ დროს წამართმევდა. შემდეგ იყო რთული პერიოდი, დავკარგე მამა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში მეხმარებოდა. სახელოსნო იმ პერიოდისთვის აუხდენელ ოცნებად მექცა, არ მქონდა ხელსაწყოები ხის დასამუშავწებლად, ამიტომ გადავწყვიტე ისეთი მასალა შემესწავლა, რომლის დამუშავებისთვისაც ნაკლები ხარჯი და იაფი ხელსაწყოები დამჭირდებოდა.

– რა მასალაზე მუშაობთ?
– თავდაპირველად ბზის მასალით ვაკეთებდი ნამუშვერებს, მასზე ვსწავლობდი ჩუქურთმების და ორნამენტების გაკეთებას. შემდეგ ცემენტით დავიწყე მუშაობა და ყველა ჩემი ნამუშევარი მისგან არის დამზადებული. მაგალითად, მისგან ვქმნი მაგიდას, რომელსაც ვერ განასხვავებთ ხის მასალისგან, ვიდრე ხელით არ შეეხები. მაგიდას მოჰყვა სკამები, კუნძები და წყარო, რომელიც ქმნის ეფექტს, თითქოს ამ გადაჭრილი ხის მორიდან გადმოედინება წყალი. ამ საქმის კეთებამ გამიტაცა, მომწონდა და სიამოვნებას მანიჭებდა ის ფაქტიც, რომ ხალხს ჩემი გაკეთებული ნამუშევრები მოსწონდა და მაქებდნენ, მე კიდევ უფრო და უფრო მეტი ძალა მეძლეოდა ახალ-ახალი იდეების განსახორციელებლად.

– განსაკუთრებით რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
- ჩემს ნამუშევრებში შეხვდებით 3D ტექნიკით შექმნილ ნაქსოვს ყუთს, რომელიც საქართველოში ვინც კი ამ მიმართულებით მუშაობს მსგავსი რამ არავის შეუქმნია, თუ ჩემს მოსწავლეებს არ ჩავთვლით. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საყვარელი ნამუშევარი სწორედ ეს არის.

– რა რჩვებს მისცემდით მათ, ვისაც სურს ამ საქმიანოთ დაკავდეს?
– შეუძლებელი არასოდეს არაფერია, მით უმეტეს, როცა ხელოვნებას ეხება საქმე. ეს არის სფერო მუდმივი ჩართულობის, მზადყოფნის ახალი იდეების განსახორციელად... დიზაინერს რაც შეეხება, მთავარი დეტალია საზღვრების დაცვა. იმ საზღვრის, რომელიც ზომიერებასა და უგემოვნებას ყოფს ერთმანეთისგან. მთავარია, შენ მოგეწონოს და იმ ადამიანებს, ვისთვისაც ნამუშევარი იქმნება. ყველაზე მთავარი მონდომება და სიყვარულია, რომელიც უნდა გქონდეს კონკრეტული ნამუშევრის შექმნისას. შენმა შემოქმედებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას, არ აქვს მნიშვნელობა, რაიმე ნივთი იქნება თუ გრანდიოზული შენობა.

- სხვა რას საქმიანობთ?
- ამჟამად ვსწავლობ ბერლინში, არქიტექტურის ფაკულტეტზე მაგისტრატურაში. მინდა მოვიარო მსოფლიო და ვნახო ყველა საოცრება, რომ შემდეგ ჩემი საოცრება შევქმნა ჩემს პატარა ქვეყანაში...

ნინო ჩიქოვანი

კომენტარები

tinatini 2018-05-16 21:45
martlac patara saocari samyaro shegiqmniat,dzalian lamazia,gisurvebt kidev bevri saintereso da originaluri ram shegeqmnat,gaiqaret
გიორგი 2018-04-22 08:31
გისურვებთ წარმატებას
სოფო 2017-11-27 13:16
წარმატებები სოფ. ბევრი შედევრ შეექმნას შენ მარჯვენას
ანა 2017-11-27 11:53
ძალიან ლამაზია ყველაფეი

კომენტარის დამატება