მეუღლის დახმარებით მოწყობილი ყვავილნარი წინანდალში

ქრისტინე მესხიშვილი პროფესიით პედაგოგია. წლების განმავლობაში წინანდლის საშუალო სკოლაში მუშაობდა. ახლა დიასახლისია. წინანდალში მის მიერ გაშენებული ბაღი ერთ-ერთი გამორჩეულია და თუ ერთხელ მაინც მოინახულებ, ვერასოდეს დაივიწყებ. ქალბატონმა ქრისტინემ ეზოში პატარა ყვავილნარი მეუღლის დახმარებით მოაწყო და ლამაზ მოსასვენებელ ადგილად აქცია.

- ვცხოვრობ თელავის რაიონში, სოფელ წინანდალში. ვმუშაობდი წინანდლის საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ამჟამად ვარ დიასახლისი, დაკავებული ვარ შვილებზე და შვილიშვილებზე ზრუნვით.

- არა მარტო შვილებზე და შვილიშვილებზე, ულამაზეს ყვავილებზე და მცენარეებზეც ზრუნავთ, რაც არც ისე მარტივია...
- დიახ, ძალიან მიყვარს
ყვავილები. მცენარეების და ყვავილების სიყვარული სულ მქონდა, მომწონდა და დიდ სიხარულს მანიჭებდა მათი მოვლა. ყოველთვის მსიამოვნებდა მოვლილი და ლამაზად გაფორმებული ეზოები, ამიტომ მეც დავიწყე ლამაზი ბაღის გაშენება. ამ ყველაფერს დიდი დრო, ენერგია და მოთმინება სჭირდება. საჭიროა სათითაო მცენარე შვილივით შეიყვარო და იზრუნო მასსზე.

- ოჯახის წევრებიდან ვინ გეხმარებოდათ ყველაზე მეტად?
- ოჯახის წევრების გვერდში დგომა ნებისმიერ საქმეში საჭიროა. რომ არა მათი თანადგომა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გაკეთება მარტოს გამიჭირებოდა. იდეა ყოველთვის ჩემგან მოდიოდა, მაგრამ მეუღლე ძალიან მეხმარებოდა მის სრულყოფაში. ჩემს ყვავილებზე ზრუნვა ძირითადად მე მიწევს, მაგრამ მოხალისეებიც გამოჩნებიან ხოლმე, რომლებიც ერთჯერადად წამახმარებენ ხელს.

- თქვენს შვილებსაც ისევე უყვართ ყვავილები და მცენარეები, როგორც თქვენ?
- მყავს ორი შვილი ბიჭი და გოგო, მაგრამ ბაღზე ზრუნვა და მისი მოვლა ნაკლებდ აინტერესებთ. ტკბებიან შექმნილი ლამაზი გარემოთი და სიტუაციით. მოკრეფილი ყვავილები ნაკლებად მხიბლავს, ღირსეშანიშნავ დღეებში მათგან ყოველთვის ვიღებ საჩუქრად ლამაზ ყვავილებს.

- ლამაზ ეზოს, რომ სასურველი სახე შეუნარჩუნო აუცილებელია რეგულარული განახლება, მოვლა. ახლა რა სამუშაოებია თქვენს ბაღში ჩასატარებელი?
- აუცილებლად ყველაფერს განახლება და ახალი სუნთქვის შეძენა სჭირდება. ახლა გაზაფხულია, იღვიძებს ყველაფერი. საჭიროა ნერგების ჩარგვა, დათესვა და ნიადაგის მომზადება, რომ ბაღი კიდევ უფრო ლამაზი იყოს.

- უცხო და იშვიათი სახეობის მცენარე თუ გაქვთ?
- უცხო და განსაკუთრებული, ისეთი, რომ სხვაგან არარსებობდეს ალბათ არაფერი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით ვაზებს, რომლებიც ალბათ 70-80 წლისანი არიან. ჩემი ბაღი ალათ თავისი სისადავით და ბუნებრიობით არის გამორჩეული.

- საუცხოო მაგიდა გაქვთ ეზოში. ხელნაკეთი ხომ არ არის?
- კი, მაგიდა ხელნაკეთია, ჩემმა მეუღლემ შექმნა თავისი გემოვნებით. განსხვავებული და ორიგინალურია და ყოველთვის იქცევს ყურადღებას.

- ხშირად გყავთ სტუმრები? ალბათ ძალიან მოსწონთ თქვენი ეზო და სტუმრობენ კიდეც.
- როგორც ავღნიშნე ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მაქვს. ყველას უყვარს ჩვენთნ მოსვლა და ამ გარემოში ლამაზად დროის გატარება.

- როგორია თქვენი საოცნებო ბაღი?
- ოცნებები არა, მაგრამ იდეები ძალიან ბევრი მაქვს, რომლებსაც აუცლებლად განვახორციელებ. ამაზე ჯერ არ ვისაუბრებ
მერი ბლიაძე

კომენტარები

marina 2019-05-05 18:39
mshvenieria chemo kvavilebis dedofalo

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები