მამუკა ღლონტისა და ნატო ჭელიძის ულამაზესი აგარაკი კაპროვანში, სადაც წყვილი ქალაქიდან გადასახლდა

ნატო ჭე­ლი­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მი სან-ჰი­გი­ე­ნის­ტია. გვე­უბ­ნე­ბა, რომ აქვს ფტი­ზი­ატ­რად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ასე­ვე მე­ცხრე სა­ა­ვად­მყფო­ში ლა­ზე­რუ­ლი აპა­რა­ტი­თაც მუ­შა­ობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "მა­ესტროს" ტე­ლეს­კო­ლა­ში მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცია ეკა­ვა. ბოლო 10 წე­ლია მე­უღ­ლეს­თან, ცნო­ბილ ტე­ლეპ­რო­დი­უ­სერ მა­მუ­კა ღლონტთან ერ­თად დე­და­ქა­ლა­ქი და­ტო­ვა და ზღვის­პი­რეთ­ში, კერ­ძოდ, კაპ­რო­ვან­ში და­სახ­ლდა.

კაპ­რო­ვა­ნი პა­ტა­რა სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც ურეკ­სა და შეკ­ვე­თილს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. იქ თურ­მე ადრე სტა­რო­ვე­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო 90-იან წლებ­ში და­ტო­ვეს. მას მერე ამ ად­გი­ლის პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე ღლონ­ტე­ბის ოჯა­ხი აღ­მოჩ­ნდა და პირ­ვე­ლი პა­ტა­რა, ვინც იქ გა­ი­ზარ­და, მათი შვი­ლიშ­ვლი სე­სი­ლი ავა­ლი­ა­ნია.

ღლონ­ტებს იქ ად­რე­უ­ლი
წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აგა­რა­კი ჰქონ­დათ და მა­შინ, რო­დე­საც დე­და­ქა­ლა­ში აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობ­დნენ, იქა­უ­რო­ბას მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად პე­რი­ო­დუ­ლად სტუმ­რობ­დნენ... 10 წლის წინ კი ბა­ტონ­მა მა­მუ­კამ და ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ტომ კაპ­რო­ვან­ში ცხოვ­რე­ბას ალღო მარ­ტი­ვად აუ­ღეს.

თა­ვი­დან გარ­შე­მო ერთი მე­ზო­ბე­ლიც არ ჰყავ­დათ. მათ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას ჭა­ო­ბი იყო. არ იყო დენი, გაზი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ მა­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვით იქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ სა­მო­თხეს და­ემ­სგავ­სა. ბოლო წლებ­ში ისი­ნი იქ უკვე ზამ­თარ-ზა­ფხულს ცხოვ­რო­ბენ. ამა­სო­ბა­ში სო­ფე­ლიც, მო­სახ­ლე­ე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ივ­სო.

- ქა­ლაქ­ში აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ არ იყო რთუ­ლი ქა­ლაქ­გა­რეთ და­სახ­ლე­ბა?

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უცებ არ მიგ­ვი­ღია. რო­დე­საც აქ წლე­ბის წინ სა­ა­გა­რე სახ­ლი ავა­შე­ნეთ, პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­დი­ო­დით, მაგ­რამ მა­შინ არ ვფიქ­რობ­დით, თუ კაპ­რო­ვან­ში დავ­სახ­ლდე­ბო­დით. ამის იდეა მა­შინ გაჩ­ნდა, რაც პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი სე­სი­ლი და­ი­ბა­და...

ერთხე­ლაც, მა­მუ­კა ჰა­მაკ­ში იწვა, ის­ვე­ნებ­და და ასე­თი აზრი მო­უ­ვი­და - შემ­თხვე­ვით, აქ ერთი ოთა­ხი ხომ არ გაგ­ვე­ქი­რა­ვე­ბი­ნაო? იდე­ას მეც ავ­ყე­ვი. ერთ სახ­ლს მე­ო­რე კო­ტე­ჟი და­ე­მა­ტა, მე­ო­რეს მე­სა­მე და მერე უკვე სა­ჭი­რო გახ­და, მუდ­მი­ვად აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

- სა­ო­ცარ ბუ­ნე­ბა­ში ხართ, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც ლა­მა­ზია, მაგ­რამ თქვენს ეზო-კარს პატ­რო­ნის, ანუ თქვე­ნი ხელი ეტყო­ბა. ჩანს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მა და ენერ­გია გაქვთ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩა­დე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე...

- მა­მუ­კა პროფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია და სახ­ლე­ბი, რაც ჩვენს ეზო­შია, მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბულ-აშე­ნე­ბუ­ლია. და­ნარ­ჩე­ნი - გამ­წვა­ნე­ბა, მცე­ნა­რე­ე­ბი, ეზოს მო­წყო­ბა, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი - უმე­ტე­სად ჩემი ნა­მუშ­ვა­რია. მარ­თა­ლია ყვა­ვი­ლე­ბი მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ მა­მუ­კაც აქ­ტი­უ­რად არის მათ მოვ­ლა­ში ჩემ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი. სა­ერ­თოდ, ორი­ვემ და ალ­ბათ ტან­დემ­ში შევ­ძე­ლით ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა არ იყო რთუ­ლი, მაგ­რამ ამას ალ­ბათ ასაკ­მაც შე­უ­წყო ხელი, ან აქ იმ­დე­ნად კარ­გია, რომ არ გაგ­ვი­ჭირ­და, - ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გი­პა­სუ­ხებთ, ვფიქ­რობ, ორი­ვე იყო... ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი ზღვა­ზე ცხოვ­რე­ბა­ზე და ისე მოხ­და, რომ ეს ოც­ნე­ბა უკვე დიდი ხა­ნია, რე­ა­ლო­ბად იქცა...

ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის ნოს­ტალ­გია სა­ერ­თოდ არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, ჩე­მე­ბი მე­ნატ­რე­ბი­ან, ვინც იქ მყავს და ეს არის...


განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება