ეზოს ფერადი "კუნძულები", რომლებიც ნებისმიერ ფართსა და პირობებში მოეწყობა



გაზაფხული სწორედ ის სეზონია, როცა თქვენი ეზოსა თუ აივნის გამწვანებას საფუძველი უნდა ჩაუყაროთ. გაზაფხულზე უნდა დაგეგმოთ, რა იყვავილებს თქვენს ეზოში და რა ადგილები გამწვანდება.
ეზოს გამწვანება ყველასთვის ერთნაირად მარტივი არ არის. ზოგს ადგილი არ ჰყოფნის, ზოგს დრო. აქ წარმოდგენილი იდეები დაგარწმუნებთ, რომ ნებისმიერ ეზოში შეიძლება სხვადასხვა ზომის გამწვანებული „კუნძულების“ გაჩენა. თუნდაც ვერაფერი ჩარგოთ, ქოთნის ყვავილების ერთ ადგილას მოგროვება და ამ სივრცის გაფორმებაც ლამაზ ეფექტს მოგცემთ.
შეგიძლიათ რამდენიმე მარადმწვანე ბუჩქი დარგოთ და მის გარშემო დააწყოთ სხვადასხვა ქოთნის ყვავილი.
გთავაზობთ ეზოს „მწვანე
კუნძულების“ ფოტოიდეებს.


















კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები