როგორ მოვჩრდილოთ აგარაკი


მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება მარტივად მოვჩრდილოთ მზიანი ადგილები აგარაკზე.
აგარაკზე, ბაღსა თუ ვერანდაზე ჩრდილის შექმნა უბრალოდ ფარდითაც არის შესაძლებელი. ფარდა მზიან მხარეს უნდა დაკიდოთ, უმჯობესია რამდენიმე მხრიდან, რომ ადვილად არეგულიროთ.




ყველაზე მარტივი და ბუნებრივი საშუალება კი დიდი ზომის ხეები და ბუჩქებია. რაც უფრო დიდი ზომის იქნება მცენარე, მით მეტად მოიჩრდილება მიმდებარე ზონა. თუმცა, მცენარეების გაზრდა საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.




ასევე ძალიან ეფექტურია და კარგად ასრულებს თავის საქმეს ე.წ. სახურავი, ტენტი. სასურველია ტენტი იყოს სქელი ქსოვილის, წყალგაუმტარი, რომ კარად აიტანოს მზის
სხივები და წვიმა.




კარგი ვარიანტია ასევე ისეთი ბაღის ავეჯის შერჩევა, რომელიც გადახურული იქნება. ამ ვარიანტის უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ მზის გულზე ასეთ ავეჯზე მოკალათების დროს მაინც დაგცხებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელსაც კარგი ვენტილაცია ექნება.




ყველაზე მარტივი და აპრობირებული საშუალება კი ქოლგაა, რომელსაც მარტივად გაშლით და აკეცავთ, თუმცა ის არც ისე დიდი ტერიტორიას მოგიჩრდილავთ.




და ბოლოს, უბრალოდ შეგიძლიათ გააკეთოთ სრულფასოვანი სახურავი. მისი რეგულირება ვერ მოხერხდება, ვერც სხვა ადგილზე გადატანა, ამიტომ, სანამ გააკეთებთ, კარგად დაფიქრდით ადგილის შერჩევის დროს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები