ფულის გომბეშო ფენ შუის მიხედვით: როგორ შევარჩიოთ და სად მოვათავსოთ

ფულის გომბეშო, ფენ შუის მიხედვით, ფულის მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, თუმცა მისი მხოლოდ ფანჯრის რაფაზე მოთავსება საკმარისის როდია, ასე ის არ იმუშავებს. სად უნდა მოვათავსოთ ფულის გომბეშო და რომელ თილისმას შეუძლია ოჯახი მატერიალური კეთილდღეობის მოტანა?

ლეგენდა ფულის გომბეშოს შესახებ

ბუდამ გომბეშო, სახელად ცზინ ჩან ჩუ, სიხარბისა და მავნებლობის გამო დასაჯა. გომბეშომ ცოდვების გამოსყიდვა გადაწყვიტა და ადამიანებს ფულის შოვნასა და მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაში ეხმარებოდა. ლეგენდის თანახმად, ის იმ ერთ-ერთი გაუმაძღარი ადამიანის ცოლი იყო, რომლებმაც მოიპარეს უკვდავების ატმები, რის გამოც ცილ-ქმარი
დაისაჯნენ და ბაყაყებად იქცნენ.

როგორ შევარჩიოთ ფულის გომბეშო

მონეტებიანი გომბეშოს შეძენა ფენ შუის ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი, თუმცა უმჯობესია იცოდეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს წესით ფენ შუის გომბეშო.
სამფეხა გომბეშო აუცილებლად ხისგან უნდა იყოს დამზადებული. ეს თილისმა ფენ შუის მიხედვით ხის სტიქიას მიეკუთვნება და ხელს უწყობს ფულის მოზიდვას.
შესაძლოა ლითონისგანაც იყოს დამზადებული, თუმცა აუცილებლად ოქროსფერი უნდა იყოს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლითონს ისეთი ძალა არ აქვს, როგორც ხეს.
მონეტა გომბეშოს პირიდან თავისუფლად უნდა გამოდიოდეს და შედიოდეს. ეს ფულის ენერგიულად შემოდინებაზე მეტყველებს.
ეცადეთ, რომ გომბეშოს ჰქონდეს წითელი თვალები, თუ არადა მოამზადეთ წითელი ქსოვილი, რომელზეც მოათავსებთ ამ გომბეშოს.

როგორ გავააქტიუროთ ფულის გომბეშო?

ძალიან მარტივად, ფიგურა წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ და გააჩერეთ მთელი ღამე, შემდეგ ამოიღეთ და დააცადეთ, სანამ თავისით არ გაშრება.

სად მოვათავსოთ გომბეშო
ფენ შუი სახლს სხვადასხვა ზონებად ყოფს: სიყვარულის ზონა, ფულის ზონა, წარმატების ზონა, სიმდიდრის ზონა და ა.შ.
ლოგიკურია, რომ სამფეხა გომბეშო უნდა მოთავსდეს ფულის ზონაში ან სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აკრძალულია ფულის გომბეშოს თავით შემოსასვლელი კარისკენ ან ფანჯრისკენ მოთავსება. ასე ის ფულს არ მოიზიდავს. ისე მოათავსეთ, რომ ის ოთახის ცენტრს შეჰყურებდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები