რა ნივთები უნდა მოიშოროთ თავიდან ძველით ახალი წლის მერე - ეს ნივთები ბარაქას აფრთხობს

ფინანსური კრიზისის მიზეზი, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, შესაძლოა გარკვეული საგნებიც იყოს. მიმოიხედეთ ირგვლივ, გადახედეთ ინტერიერს და თუ აღნიშნული ნივთები შენიშნეთ, გირჩევთ ძველით ახალ წელს თავიდან მოიშოროთ.

გატეხილი ან გაბზარული ჭურჭელი

გაბზარულ და გატეხილ ნივთებს ოჯახში ნეგატივი შემოაქვს და ხელს უშლის ფინანსურ კეთილდღეობას.

ლოგინის ძველი თეთრეული

ეცადეთ სასწრაფოდ მოიშორო თავიდან გაწყალებული, შელახული ლოგინის თეთრეული. თეთრეული არის დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი, რომელიც რეცხვის დროს არასად მიდის, ისევ თქვენთან, ოჯახში რჩება.

სხვისი ნივთები

სხვისი ნივთი იმიტომ
არის სხვისი, რომ თქვენთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ სახლში ისეთი ნივთი გაქვთ, რომელიც ოდესღაც ვიღაცას დაავიწყდა ან გამოგყვათ, ან ითხოვეთ და შეგრჩათ, გირჩევთ პატრონს დაუბრუნოთ.

გაფუჭებული საათი

არასდროს შეინახოთ ისეთი საათი, რომლის ისრებიც გაჩერებულია. ასეთი საათის ქონას არც ოფისში გირჩევთ.

ძველი საფულე

გეთანხმებით, ძალიან ძნელია საყვარელ საფულესთან განშორება, თუმცა, თუ იცით, რომ მას ვეღარ იხმართ, აუცილებლად მოიშორეთ თავიდან.

ძველი ამულეტი

ალბათ ყველა ოჯახში მოიძებნება ძველი ამულეტი, სუვენირი, რომელიც ვითომდა ფულს იზიდავს. თუ მსგავსი ნივთისთვის წლებია არ მიგიქცევიათ ყურადღება და მას სერიოზულად არ აღიქვამთ, გირჩევთ ახლა მაინც მოიშოროთ თავიდან.

ფული

შესაძლოა ეს ცოტა უცნაურად ჟღერდეს, თუმცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხშირად ფულს სახლში წარუმატებლობა მოაქვს. ფული ის რესურსია, რომელიც მუდმივად უნდა ბრუნავდეს და იცვლებოდეს, მისი სახლში შენახვა მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები