"ჩემს ეზოს არასდროს ჰქონია ჭიშკარი..." - აი, რატომ უნდა ჰქონდეს ეზოს ჭიშკარი

ჩემს ეზოს არასდროს ჰქონია ჭიშკარი...
არც ახლა აქვს... სანამ პატარა ვიყავი, სულ მინდოდა, რომ მეც სხვა ბავშვებივით ჭიშკრიდან შევსულიყავი ეზოში.წარმოვიდგენდი კიდეც, როგორ გავრბოდი სახლისკენ, როცა ძაღლი გამომეკიდებოდა და შიგნიდან უცბად გადავკეტავდი ჩემი ჭიშკრის უზარმაზარ ურდულს... პატარა ჭუჭრუტანიდან ენასაც გამოვუყოფდი იმედგაცრუებულ ცხოველს და ბედნიერი შევირბენდი სახლში... ვფიქრობდი, ვერაფერი შემაშინებდა თუ ჩვენს ეზოს ჭიშკარი ექნებოდა. ვეღარც ავი ცხოველი შემოვარდებოდა და ვერც ბოროტი ადამიანი...
მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა...
მე კი ვერც ეზოს შევაბი ჭიშკარი და ვერც გულს... არადა ზოგჯერ ისე მჭირდება,რომ გადავკეტო,
ბოროტებისგან თავდასაცავად... რომ არ მეტკინოს და არ შემეშინდეს...
მეტყვიან ხოლმე, გულთან არ უნდა მიიტანოვო, მაგრამ... როგორ შეაკავებ დადევნებულ ცხოველს უჭიშკრო ეზოში?..
ნინო ჩიტაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები