'' 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში" - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდება

ცოტა  ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხალხს მიტოვებული სოფლის სახლების ყიდვისკენ მოუწოდებს. ყველამ ვიცით, რა ბედი ეწევათ სახლებს, რომელთა კარიც წლობით არ იღება. ამავე დროს ბევრს სოფელი არ აქვს და ასეთ სახლზე ოცნებობს. ამიტომ ლექსო ჩარკვიანის უცნაურ განცხადებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აი, რას სთხოვდა ის ინტერნეტმომხმარებლებს:
"იყიდეთ, გთხოვთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, ნეტა მომწყვიტა ყველაფერს და სადმე წყნარ ადგილას დამაგდოო. "თაკვერი", ალბათ არ გეცნობათ, ეს ლეჩხუმია. და რა მინდა ვთქვა, ამ ფოტოებში რასაც
ხედავთ, ეს ყველა ლეჩხუმური ოდები და ქილიქიანი სახლებია, რომლის ფასები მერყეობს 2 000 ლარიდან 8 000 ლარამდე. მაგალითად 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში. ნატური ხილი ეზოში, კარგი ჰაერი, წყალი, ზამთარშიც მშვენივრად გაატარებთ რამდენიმე დღეს. ქუთაისიდან 62 კილომეტრი, ასფალტის საფარია ისეთი წვერს გაიპარსავს კაცი ზედ. მოკლედ, თუ ვინმე დაინტერესდით კონსულტაციას გაგიწევთ, და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ კუთხეზე, სოფლებზე და სახლებზე."



სოფლად მიტოვებული სახლების პრობლემაზე ლექსო ჩარკვიანს ვესაუბრეთ:

- ჩემ სოფელში, ცაგერის რაიონი სოფელი აღვი - 650 კომლი ცხოვრობდა. ერთ-ერთ ასვლაზე 9 კილომეტრი ისე გავიარე, გზაზე ერთი კაცი არ შემხვედრია. მერე ჩამოვიარე, გადავხედე ხავსებში გახვეულ სახლებს და აღმოვაჩინე, რომ სოფელში სულ ათიოდე ოჯახი ცხოვრობს. მაშინ დამებადა იდეა და დავწერე სტატუსი. სოფელ-სოფელ დავდივარ და ვარჩევ სახლებს, შემდეგ მეპატრონეებს ვუკავშირდები, ვეკითხები - გაყიდიან თუ არა? თანხმობის შემთხვევაში, ფასს მეუბნებიან და მეც ვდებ ჩემს გვერდზე.

- ქილიქიანი სახლი რას ნიშნავს, განგვიმარტეთ?
- ხის სახლია, ძალიან მარტივია მისი დაშლა და აწყობა. ასეთი სახლების კუთხეებში ფიცრები ერთმანეთშია გადაბმული, ჭრილები აქვთ გაკეთებული. ამ ტიპის სახლს ლურსმანი არ სჭირდება.

- მიტოვებული სახლები ბევრ სოფელშია? სად არიან მესაკუთრეები?
- ცარიელია სოფლები, სამწუხაროდ მათი რაოდენობა ძალიან ბევრია. 30-მდე სახლის შესახებ მონაცემები მაქვს და მათი მეპატრონეები როგორც კი ფასზე ჩამოყალიბდებიან, მერე დავდებ საიტზე. სახლის მეპატრონე ზოგი უცხოეთშია, ზოგი თბილისში ცხოვრობს. თბილისში მცხოვრებლები მეუბებიან, რომ ვერ დადიან იქიდან, იმიტომ რომ დიდი მანძილია, საწვავი კი მოგეხსენებათ რა ძვირი ღირს. ისე საკმაოდ კარგი გზაა. ქუთაისიდან ნახევარ საათში ჩავდივარ ხოლმე. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დავუკავშირდი. რამდენიმემ გაყიდვის სურვილი გამოთქვა, რამდენიმე მეჩხუბა: იყოს მასე, თუნდაც დალპეს, არა ვარ ჩამომსვლელიო. ხალხი ათასნაირია.



- ბევრი ადამიანი გირეკავთ? უცნაური ზარებიც არის ხოლმე?
- თავიდანვე ხალხის დიდი დაინტერესება იყო. რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომრები მივუთითე. მერე მაკლერებმა დაიწყეს რეკვა სახლის მეპატრონეებთან, მიდიოდნენ და მგონი 4% ს სთხოვდნენ. ადამიანი სახლს 2000 ლარად რომ ყიდის და კიდევ ამდენს მოსთხოვ? ნომრების გაცემა შევწყვიტე, ესეც უცნაურად გამოჩნდა. ზოგმა აფერისტად მომნათლა, დამაბრალეს რაღაცები. ერთმა, ჩემ საკუთარ სახლზე მითხრა, რომ მისი სახლი იყო. კარგახანს მიმტკიცებდა სატელეფონო საუბარში. სამ წუთში გადავუგზავნე ჩემი ძველი ფოტოები, რომლებიც სახლის აივანზე მაქვს გადაღებული. ამის შემდეგ ის კაცი დაიკარგა. ასეთ ზარებს ყურადღებას არ ვაქცევ. მოკლედ, თავად მიმყავს ხალხი ბინის სანახავად. ახლახან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩავიყვანე. მათ ეზო მოეწონათ, დავუკავშირდით მეპატრონეს და ისინი უკვე საბუთებს აფორმებენ.

- უცხოელები რეკავენ?
- ხანდახან, ერთი დანიიდან იყო. ქართველი შუამავლის დახმარებით როდესაც ბინის ფასი გაიგო, რატომღაც იფიქრა, რომ სანდო ადამიანი არ ვიყავი, აფიორა ეგონა. თუმცა, დამიტოვა ინფორმაცია როგორი და რანაირი სახლი უნდოდა. ერთ-ერთი საელჩოდან დამირეკეს, პირობებს მთავაზობდნენ (საწვავით უზრუნველყოფა), მაგრამ არ დავთანხდი. უცხოელმა შეიძლება სახლი იყიდოს, 2 ან 3 ათასი ლარი მისთვის არაფერია, მაგრამ აქ მაინც არ ჩამოვა საცხოვრებლად და რა აზრი აქვს, სახლი მართლა დაინგრევა. სჯობს აქაურმა იყიდოს, ისე პრინციპში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია და ჩემი სურვილია, ხალხმა იაროს ქუჩაში და სოფელი დამუნჯებული არ იყოს, ახლა კაციშვილი არ ჭაჭანებს. როცა დრო მაქვს, მაშინ დავდივარ და ვეძებ იაფიან სახლებს, რომ ხალხმა ყიდვა შეძლოს. ბევრი უკვე გაიყიდა.

ნანული ზოტიკიშვილი

599893838 - ლექსო ჩარკვიანის ნომერი მათთვის, ვისაც მასთან დაკავშირება უნდა.


კომენტარები

თამარი 2018-07-19 03:24
აუუუ მინდაააა
ნინო 2018-07-18 13:53
კარგი ადამიანი ხართ, ლექსო გაიხარეთ!!!
Tamriko 591926427 2018-07-18 13:16
Xis saxlic kargi iqneba
Tamriko 591926427 2018-07-18 13:16
Tundac xis patara saxli ikos
Manana gobejishvili 2018-07-18 02:20
Minda saxli Rachashi sopel Gebshi
Tu rame gakvt inpormacia dagvikavshirdit Facebookze Mancho Gobejishvili
ნანა 2018-07-18 01:30
სიამოვნებით შევუძენდი 2000 ლ.სადმე წყნარ ადგილას,ბუნებაში.სასურველია თბ.ახლოს,
lali 2018-07-17 19:01
ძალიან კარგი იდეაა,სადაც თქვენი ხასიათი ჩანს,საქართველოს ულამაზესი კუთხეები დაცლილია.და რამდენი ოჯახი ცხოვრობს თბილისში სხვის ბინაზე,ქირით,გირით,არ აქვთ წესიერი პირობები,არ აქვთ შემოსავალი და მაინც თბილისში იხრჩობიან.მასეთი იდეა მეც მომივიდა აზრად იცით როდის?2008 წლის მერე რამდენი ლტოლვილი დაასახლა სახელმწიფომ წეროვანში,სადაც არც ადგილია,არც მიწა,არც წესიერი წყალი..არ ჯობია რომ ასეთი მიტოვებული სახლები სახელმწიფომ გამოისყიდოს და გადასცეს ასეთ უბინაო ხალხს,სოფელიც აღორძინდება და თვითონ ხალხიც სამოთე ადგილზე იცხოვრებს..მაგრამ გრანტები იყო ასათვისებელი და ეს ფული ხომ უნდა გაეხარჯათ? მე სიამოვნებით შევიძენდი, მაგალითად რაჭაში ...თქვენ კი პირადად გიხდით მადლობას ,კარგი ადამიანი ბრძანდებით...
ეკა ხომასურიძე 2018-07-17 18:28
მივმართავ კომენტარის ავტორს სახელად ''n''.
ჯერ ერთი, ეს ადამიანი რომ თავისი ქვეყნის მიტოვებულ სახლებსა და მიდამოებს განიცდის, ალბათ ძალიან გონებასუსტი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე. მეორეც, ჩვენთვის ირჯება, რომ შენაძენი გაგვიადვილოს, აბა მე ჩემი სამი შვილით კარდაკარ ვერ ვივლი და სოფელსოფელ ვერ ვივლი რომ ესე იაფად აგარაკი და მიწა შევიძინო. მესამეც, ამ ადამიანს საქმე ვიღაცა უცხოელებთან რომ ჰქონდეს, საერთოდ არ გაახმაურებდა ამ ამბავს და ერთ სახლში ხუთჯერ მეტ თანხას აიღებდა, რომ უნდოდეს.არ იცნობთ თქვენ ამ კაცს და ცილს სწამებთ რაღაცა ბინძურ ავანწურაში. რა წერია მაგ თქვენს მცნებებში და ბუბლიაში, პირი მოაღე და ჩაქოლე ადამიანი სიკეთისათვისო, ესე წერია? რომელ ღვთისმშობელზე საუბრობთ, ადამიანი გაანადგურეთ რასაც ქვია ამდენი ცილისწამებით. ვიღაცამ კიარ იაროსო გადამთიელმაო ამ მიწაზეო, არამედ ჩვენ, ქართველმა ხალხმა,რომ ისევ გამოიღვიძოს სოფელმა და რომ ისევ პატარა ბავშვებმა ირბინონ ბალახებზე. ვინც ამხელა სიკეთეს გულში ვერ იტევს, ბოღმას ნუ გადმოანთხევთ. ვისაც ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლია, გვაცადეთ რა!
ლექსო ჩარკვიანი 2018-07-17 17:33
მე ვმუშაობ ჩემ კუთხეში, ასევე ადექით და გადით თქვენ თქვენს მთიან კუთხეებში, გადახედეთ სახლებს, იშუამოავლეთ , ოღონდ უსასყიდლოდ, ერთ კარგ რამეს თუ აკეთებთ ეს მეორე კარგი იქნება.
ლექსო ჩარკვიანი 2018-07-17 17:30
საიდან მოიტანეთ რომ მე სახლებს უცხოელებზე ვყიდი? ან რაიმე ფინანსური ინტერესი მაქვს აკ?! ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს, ქართული შიფტით: დაკარგული სამოთხე, და გადახეეთ. ცოტახანს კიდ ვიბოდიალებ ასე სოფელ-სოფელ და თუ კიდე ასე გაგრძელდა ყველას თავში ქვა უხლიათქო ვიტყოდი. ჯერ არ მითქვია.
ლექსო ჩარკვიანი 2018-07-17 17:27
ფეისბუქ გვერდი: დაკარგული სამოთხე
ლექსო ჩარკვიანი 2018-07-17 17:27
სახლებს ნახავთ ფეისბუქის ამ გვერდზე: https://www.facebook.com/bamboochiora
bela 2018-07-17 17:27
უცხოელებზე არ გაყიდოთ! ცუდი არ არის არის, მაგრამ მე ვიცი სხვადასხვა გზებით უცხო ტომის წარმომადგენლები დაინტერესდებიან, უძრავი ქონების შესაძენად. მრავალი ქართველი შუამდგომლობს დღეს უცხოელებს ანაზღაურების სანაცვლოდ სხვადასხა ხრიკებით საკუთრების გაფორმებაზე! მიბრძანდით და ნახეთ რაც ხდება იუსტიციის სახლთან, მოჩალიჩე ქართველები და დაინტერესებული ათასობით უცხოელი!!!
მანანა 2018-07-17 12:42
შევიძენდი სიამოვნებით. როგორ დაგილავშირდეთ.
n 2018-07-17 11:41
რა აწუხებს ამ კაცს, მთავარია ვიღაცამ იაროს სოფელშიო, ვიღაცამ კი არ უნდა იაროს, ქართველებმა უნდა იაროს საქართველოში და ჩვენს სამშობლოში, ჩვენ სხვა ნიწა არ გაგვაჩნია, ნუ სარგებლობთ დროებით ქართველი კაცის გაღატაკებით და ამიტომ ნუ ყიდით სამშობლოს თვე გამყიდველებოოო, უცხოელებზე გაყიდვითაა ალბათ დაინტერესებული ეს კაცი და მაგითი უნდა გამდიდრდეს. არ გაყიდოთ სამშობლო ხალხოოო, არ გაყიდოთ, თორემ უფალი და ღვთისმშობელი მოგკითხააავთ, ეს ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრიააა ხალხოოო, გაიგეთ, სამშობლოს გაყიდვით ფულის გაკეთება ვის გაუგიაააა
ნანა ნონია 2018-07-17 11:01
მეც შევიძენდი ...
ნანა ნონია 2018-07-17 11:00
მეც შევიძენდი სიამოვნებით...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები