12 წლის მიტოვებულ სახლში ვაზი ამოვიდა - თელავური სახლის საოცარი სანახაობა

ჟურნალისტის და სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის პაპისეულმა სახლმა სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მოწონება, გაზიარება და თბილი კომენტარი დაიმსახურა. არა იმიტომ, რომ სახლი განსაკუთრებულად მოწყობილი და თვალისმომჭრელია. პირიქით, როგორც პოსტის ავტორი წერს, სახლი 12 წელია, მიტოვებული და დაცარიელებულია. ერთხელაც იქ მისულ შვილიშვილებს შუა ოთახში გახარებული ვაზი დახვდათ.
"პაპა-ბებიის სიკვდილის შემდეგ, თელავში სახლი გამოვკეტეთ... 12 წლის სიცარიელეს ვაზმა აჯობა და ეს საოცარი სანახაობა დაგვხდა" - წერს გიგა მაქარაშვილი და ამის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
"კეთილი ადამიანების ფუძეა აშკარად"
"ნიშანი იმისა, რომ ეს სახლი
უნდა გაიღოს... ძმობილო, მაგარი ფაქტია და მიხედე ამ ამბავს"
"საცოდაობა არის ასეთი სახლის გამოკეტვა" - წერენ მეგობრები კომენტარებში და უმრავლესობა მემკვიდრეებს სახლში სასტუმროს და კაფის გახსნას ურჩევს.

კახეთში ვარდი აყვავდა

ბიოსახლი კახეთში და ოჯახი, რომელმაც თბილისურ კომფორტს სოფლის სიძნელეები არჩია

კომენტარები

ნინო 2019-03-26 16:44
სად სჩანს რომ გარედანაა ამოსული.?ოთახს რო გვაჩვენებენ როგორ დავიჯეროთ.ისე კი რაა დაუჯერებელი.
ფისო 2019-01-25 17:39
ეს სახლი სულ არ გავს 12 წლის მიტოვებულს, კედლებსაც ეტყობა და იატაკსაც, სუფთაა და მოვლილი.
მართლაც ფანჯრიდან არის შესული, ლერწი ძალიან სწრაფად იზრდება, დანარჩენი ის არის, რომ ლამაზად გადააფორმა ... სულ ეს არის.
მეც მაქვს სახლის წინ ვაზი, ზაფხურში ოთახში ,,შემომიფრიალდება" და ,,კარნიზს" ეხვევა, ნება რომ მივცე მთელს ოთახს დაიკავებს.
ზაზა 2019-01-23 17:31
ეზოში იქნებოდა ვაზი, ალბათ გატეხილი ფანჯრიდან შემოვიდა ლერწი და ერთი წელი სრულიად საკმარისია მაგხელა რომ გაიხარდოს. არ არი აუცილებელი იფიქროთ 12 წელი არავინ შესულა სახლში.
ლამზირა 2019-01-23 10:22
ადამიანებო რატომ გჩვევიათ მუდამ სხვისი განკიცხვა, შეუძლებელია ასეთი სახლის და მისი წარსულში მეპატრონის მემკვიდრენი ვინმეს კრიტიკას იმსახურებდნენ, ეს კიდევ ერთი იმ სასწაულთაგანია რაც ჩვენს ქვეყანაში უფლის ნებით ხდება და თუ შეგიძლიათ დაფიქრდით და ისე დაწერეთ კომენტარი. ვაზი ამოვიდა ლეღვი ხომ არა...
არჩილა 2019-01-22 23:55
ეგ ეხლა თავისებურად უბერავს. შენიშვნას რომ მისცემ, შეიძლება გინებით აგიკლოს :DDDDDDDDDDD

კომენტარის დამატება