საუკეთესო მეგობრებმა პატარა სოფელი ააშენეს, სადაც ერთად იცხოვრებენ

ეს ამბავი აშშ-ის ტეხასის შტატში მოხდა. ოთხმა მეგობარმა, თავიანთი ოჯახებით, გადაწყვიტა ერთად ეცხოვრა და  მდინარე ლონას სანაპიროზე კოტეჯები ააშენეს. ამ პატარა სოფელს "გაქცევა ლონას სანაპიროზე" დაარქვეს. 

თითოეული კოტეჯის ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია და აქ ყველაფერი, რაც საცხოვრებლად არის საჭირო. მათ შორის, გალონები წვიმის წყლის შესანახად.

როგორც თავად მეგობრები ამბობენ, მათ 20-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ქალაქში სხვადასხვა ქუჩაზე ცხოვრობდნენ და იმდენად ბევრ დროს ვერ ატარებდნენ ერთად, როგორც სურდათ. ამიტომ გადაწყვიტეს, ქალაქთან ახლოს გაეშენებინათ პატარა, საერთო დასახლება.


კომენტარები

m-8 2019-05-22 12:54
ძალიან მაგარია, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჩემს რამოდენიმე მეგობართან ერთად მეზობლად

კომენტარის დამატება