თემურ წიკლაური თბილისიდან მისაქციელში გადასახლდა: "ჩემი და­თე­სი­ლია ყვე­ლა­ფე­რი... აქ რომ ნი­ა­ვი და­უ­ბე­რავს, ერთ რა­მედ ღირს"

ყველასათვის საყვარელი მომღერალი, თემურ წიკლაური თბი­ლი­სურ რუ­ტი­ნას გა­ექ­ცა და მი­საქ­ცი­ელ­ში, ულა­მა­ზეს ხის კო­ტე­ჯში არ­ჩია ცხოვ­რე­ბა. ეს სახ­ლი მე­გობ­რებ­მა აუ­შე­ნეს. არაგ­ვის­ხე­ო­ბი­დან 500 მეტრში ქუ­ჩას, რო­მე­ლიც თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სახ­ლთან მი­გიყ­ვანთ, არ­წი­ვის ქუჩა ჰქვია და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი სო­ფელ­ში ნამ­დვი­ლად დაგ­ხვდე­ბათ.

რო­გო­რია მომ­ღერ­ლის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა ახალ სივრცეში, ამის შე­სა­ხებ ბა­ტონ თე­მურს AMBEBI.GE ესა­უბ­რა:

- თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით 4-6 გრა­დუ­სამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი სხვა­ო­ბაა, იმი­ტომ რომ ხე­ო­ბაა. არაგ­ვის ხე­ო­ბი­დან 500 მეტრშია ეს მიწა. აქ რომ ნი­ა­ვი და­უ­ბე­რავს, ერთ რა­მედ ღირს. მირ­ჩი­ეს, რომ თბი­ლის­დან უნდა გახ­ვი­დეო, ინ­სულ­ტი­ან კაცს
სჭირ­დე­ბა, სუფ­თა, ჟანგბა­დით სავ­სე ჰა­ე­რი, იმი­ტომ რომ ტვი­ნი მა­რაგ­დე­ბო­დეს ჟანგბა­დით და ტვინ­მა და ფილ­ტვებ­მა სწო­რად იმუ­შა­ოს. ასე­ვე წნე­ვა არ უნდა იყოს მა­ღა­ლი. ახ­ლაც, თქვენ რომ გე­სა­უბ­რე­ბით, ისე­თი ნი­ა­ვია, ხის აი­ვან­ზე ვზი­ვარ... მი­საქ­ცი­ელ­ში რომ შე­მოხ­ვალ, ხელ­მარ­ჯვნივ დაგ­ხვდე­ბათ ტრა­ფა­რე­ტი, რო­მელ­საც აწე­რია არ­წი­ვის ქუჩა, მე და­ვარ­ქვი (იცი­ნის). თა­ვი­დან ივე­რი­ის ქუჩა მინ­დო­და და­მერ­ქმია და მი­თხრეს, გვაქვს ივე­რი­სუ­ბა­ნიო და გა­დავ­წყვი­ტე არ­წი­ვის ქუჩა და­მერ­ქმია. წა­ვე­დი, ტრა­ფა­რე­ტი და­ვამზდე­ბი­ნე, და­ვა­წე­რი­ნე ზედ, მო­ვი­ტა­ნე და აქ ჩა­ვარ­ჭე.

- ნა­ტუ­რა­ლურ საკ­ვებ­საც მი­ირ­თმევთ, ალ­ბათ...

- დიახ, გა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი იყი­დე­ბა. ხალ­ხი სა­კუ­თა­რი შრო­მით მოყ­ვა­ნილ ხილ-ბოსტნე­ულს და რძის ნა­წარმს ყი­დის. აქ მე­ზო­ბე­ლი მყავს მი­ხე­ილ ბრა­ჭუ­ლი, ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ­დი ასეთ მე­ზო­ბელს. დღე და ღამე შრო­მობს და თა­ვი­სი ხე­ლით მო­ყავს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ ყო­ველ­დღე მაქვს კარ­გი კვერ­ცხი, რძე, მა­წო­ნი, სახ­ლის კა­რა­ქი... ახლა ნა­ხე­ვარ თვე­ში მექ­ნე­ბა ჩემი კიტ­რი, პო­მი­დო­რი, ლო­ბიო, კარ­ტო­ფი­ლი, მწვა­ნი­ლე­ბი, ნი­ო­რი, ხახ­ვი, ჩემი და­თე­სი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. მარ­თა­ლია, კონ­ცერ­ტე­ბი არ გვაქვს და მთავ­რო­ბა­საც არ ვახ­სო­ვართ, რომ არ­სე­ბო­ბენ და ამა­თაც ჭამა უნ­და­თო. სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულს ვერ გაგ­ხვდი­ან, თო­რემ...

ვის ვუმ­ღე­რო აბა, დარ­ბაზ­ში არ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ხალ­ხის ერ­თად შეყ­ვა­ნა. ახლა ონ­ლა­ინ ვმღე­რი და 60 ათა­სი კაცი კი უს­მენს და შე­მო­ევ­ლოს ჩემი სი­ცო­ცხლე მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ხან­ხა­დან მშია ხოლ­მე და რა ვქნა?! (იცი­ნის). ეგ არა­ფე­რი, გა­ვუძ­ლებ, 21 დღე ხომ ვი­ყა­ვი მში­ე­რი და ერთი ოც­და­ერ­თსაც გა­ვუძ­ლებ და გა­მო­მი­ვა 42 დღე (იცი­ნის)...

ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, მე გა­ვი­მარ­ჯვე ინ­სულტზე და ამ კო­რო­ნა­ვირუს­საც და­ა­ნე­ბეთ თავი, არა­ფე­რი არ არის. კო­რო­ნა­ვირუს­მა უნდა შე­ა­ში­ნოს ქრის­ტი­ა­ნი კაცი? - აღ­დგო­მა დღეს ერთი კოვ­ზით ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეზი­ა­რა და არა­ვის არა­ფე­რი არ მოს­ვლია. ამი­ტომ ყვე­ლას, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს, წა­ვი­დეს ეკ­ლე­სი­ა­ში და ილო­ცოს, იდ­გეს მუხ­ლის­ჩო­ქა, შეს­თხო­ვოს უფალს და ეშ­ვე­ლე­ბა. ამით და­ვამ­თავ­რებ სა­უ­ბარს.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები