მარტოხელა მამამ თავისთვის და პატარა ქალიშვილისთვის მყუდრო სახლი ნარჩენი და ნაჩუქარი მასალებით ააშენა - შედეგი შესანიშნავია

პატარა სახლების აშენება, როგორც წესი, დაკავშირებულია ფინანსურ თავისუფლებასთან, ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესთან და გადაადგილების თავისუფლებასთან, რაც ბევრ თანამედროვე ადამიანს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. 

ავსტრალიის საკურორტო ქალაქ ნუსას მცხოვრებმა, მარტოხელა მამამ, საკუთარი ხელით ააშენა პატარა სახლი თავისთვის და თავისი პატარა ქალიშვილისთვის.  მართალია, პროექტს მნიშვნელოვანი დრო და ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირდა.

შეინ კრისტენსენმა, რომელიც ცნობილი მოქანდაკეა და ბენზოხერხით საოცარ ნამუშევრებს ქმნის, გადაწყვიტა პატარა სახლი ნულიდან აეშენებინა საკუთარი ხელით. 20 000 დოლარის მოკრძალებული ბიუჯეტით ის ავსტრალიის ქალაქ ნუსას გადამუშავებისა და
რესურსების ცენტრს ეწვია, სადაც საჭირო მასალები ნომინალურ ფასად შეიძინა.

მასალების ნაწილი მამის ფარდულში ან ნაგავსაყრელზე იპოვა, მზრუნველმა ნათესავებმა და მეგობრებმა ასევე უსაჩუქრეს სამშენებლო მასალების ნარჩენები ან ძველი ავეჯი. საბოლოო ჯამში, გააზრებულმა დიზაინმა და მასალების ფრთხილად შერჩევამ ხელი შეუწყო სახლის საერთო ღირებულების მინიმუმამდე დაყვანას ხარისხის, სილამაზისა და კომფორტის შელახვის გარეშე.

შეინის საკუთარი სახლის დიზაინისა და მშენებლობის რთული და საინტერესო მოგზაურობა მისი გარდაცვლილი მამისგან, მშენებლისგან მიღებული გაკვეთილებით დაიწყო. მან შეარჩია ადგილი, დასახა პრიორიტეტები და სამუშაოც დაიწყო. მშენებელს კარგად ესმოდა, რომ ბუნებრივ გარემოში ცხოვრება ზრდასრულ ქალიშვილთან ერთად ყოველთვის არ იქნებოდა შესაძლებელი, ამიტომ მობილური სახლი აირჩია, რომელიც უფრო მეტ მოქნილობას სთავაზობს.

სწორედ ამ მიზეზით, შენობის საყრდენი კონსტრუქცია სამღერძიანი მისაბმელის ჩარჩო იყო, რომლის ზომებიც სახლის ზომებს განსაზღვრავდა. 8 მეტრი სიგრძისა და 2.5 მეტრი სიგანის სახლი გააზრებულად არის დაპროექტებული და ფუნქციონალურია. შეზღუდული სივრცის ავეჯის მოწყობისას, ყურადღება მხოლოდ აუცილებელ ნივთებზეა გამახვილოებული თითოეული ნივთი კი მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილს იკავებს.

მზის პანელები, სახლის სტრატეგიული ორიენტაცია, თბოიზოლაცია, მინები და მასალები ხელს უწყობდა როგორც ბუნებრივი რესურსების, მათ შორის გარემოს ტემპერატურის ეფექტურ გამოყენებას, ასევე კომუნალური გადასახადების დაზოგვას. მაგალითად, სახლის ფასადი დაფარულია გადამუშავებული ფოლადის საფარით, რომელიც საპირისპირო მხრიდან არის დამონტაჟებული, რადგან ღია ნაცრისფერი ფერი გაცილებით უფრო ამრეკლავი და გამძლეა. ამავე მიზეზით, ფანჯრები მაღლა არის განთავსებული (პატარა კარნიზის ქვეშ), რათა ზამთარში მაქსიმალურად გაიზარდოს მზის სხივები და ზაფხულში გადახურების თავიდან აცილება. ეს განლაგება ასევე ზრდის უსაფრთხოებას, რადგან სახლი ტყის ოაზისშია განთავსებული, სადაც კენგურუები და სხვა ცხოველები ხშირად სტუმრობენ.



ასევე აღსანიშნავია, რომ შეინმა ავეჯი, კიბე და ჩაშენებული სათავსო სისტემები თავად დაამზადა, რამაც პროექტის ხარჯების შემცირებაში შეუწყო ხელი. რაც შეეხება პატარა სახლის კეთილმოწყობას, ყველაფერი კრისტალურად სუფთაა.

ელექტროენერგიას მზის პანელებით ამარაგებენ, სასმელი წყალი წვიმის წყლის შემგროვებელ და გამწმენდ სისტემასთან დაკავშირებული ავზიდან მიეწოდება, ხოლო საჭმლის მომზადება ბალონური გაზის ან ელექტროენერგიის გამოყენებით ხდება. სახლს ასევე აქვს შეშის ღუმელი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება ჰაერის გაშრობისთვის, ვიდრე გათბობისთვის, რადგან კუინზლენდში საკმაოდ კომფორტული კლიმატი მთელი წლის განმავლობაშია. გაგრილებას კი კონდიცირების სისტემა უზრუნველყოფს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები