ადამიანისთვის სახედრის რძის სარგებლიანობის დამტკიცებას წლები დასჭირდა. ძნელი იყო, მაგრამ წინააღმდეგობებს არ შეეპუა და დღეს მისი სახედრების ფერმა დიდი წარმადობით გამოირჩევა. თემურ ლომიძე არტისტია, სამხატვრო აკადემია მონუმენტური ქანდაკების განხრით აქვს დამთავრებული. ხელოვნებისთვის არ უღალატია, ამ მიმართულებითაც მუშაობს, უბრალოდ, წლების წინ გადაწყვიტა, პარალელურად სახედრების ფერმაც შეექმნა.
თემურ ლომიძე:
- სახედრების ბიზნესი 2016 წელს დავიწყეთ, მაგრამ მერე მე და პარტნიორი ვერ შევთანხმდით, 2017 წლის ბოლოს ცალკე ფერმა დავაარსე და მუშაობა დამოუკიდებლად დავიწყე - სოფელ სააკაძეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის თემში.
- თამამი ნაბიჯი
იყო იმ დროს საქართველოში სახედრის ფერმის შექმნა. რატომ იყავით დარწმუნებული, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა?
- როცა დავიწყე, მაშინ საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და თითქმის სერბეთშიც ეს ბიზნესი უკვე არსებობდა. ჩემ შემდეგ დაიწყეს უკრაინაში, რუსეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდნენ. თავიდან ჩვენს პროდუქტს ხალხს ვჩუქნიდი, მაგრამ არავის არაფერი უნდოდა, მლანძღავდნენ, რას გვთავაზობო. სხვათა შორის, დღეს ნაკლებად, მაგრამ მაინც არიან ისეთები, ვისაც სახედრის რძეზე ცუდი წარმოდგენა აქვთ. არადა, ამ რძეზე მსოფლიოში ძვირად ღირებული სახის კანის მოვლის საშუალებები მზადდება.
ჩემი 8-წლიანი გამოცდილებით გეტყვით, რომ უნიკალურ რაღაცასთან გვაქვს საქმე - სასწაულმოქმედი წამალია. ასეთი რამ თუ არსებობდა, არც მეგონა.
- დიდხანს მუშაობდით ფერმის აწყობაზე?
- კი, მაგრამ შედეგმა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღეთ, მოლოდინს გადააჭარბა.
სახედრის რძით ათასობით ადამიანია კმაყოფილი. ისეთი წარმადობა გვაქვს, რომ წელიწადში 2,5-3 ტონა რძე იყიდება. 2000 პაციენტი მაინც მოდის და წამლად ყიდულობენ.
- თქვენი სახედრის რძე როდის დაარეგისტრირეთ საკვებ პროდუქტად?
- 2017 წლის ბოლოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაკეთდა ანალიზი და დავარეგისტრირეთ. მერე იტალიურიდან ერთ-ერთი დისერტაცია გადმოვთარგმნე, სადაც ნამდვილად დამტკიცებულია, რომ ეს პროდუქტი 97%-ით დედის რძესაა მისადაგებული და გამორიცხულია ვინმეს უკუჩვენება მისცეს. რეგისტრაციის შემდეგ დაიწყო მისი წამლად მოხმარება. ბავშვებმა დაძლიეს ბრონქიტი, ბრონქული ასთმა საწყის ეტაპზე, ცრუკრუპი, ხველა, ყივანახველა, - დაავადებების ჩამონათვალი ამოუწურავია. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- პედიატრებისგან მხარდაჭერილია?
- პირველი ექიმი, ვინც გვერდით თავიდანვე დაგვიდგა, ვიტალი ხარაშვილი იყო, ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ინფექციონისტი.
პირველ ოთხ წელიწადს რძე არ იყიდებოდა, ამხელა ფერმას შენახვა უნდოდა, მაგრამ მაინც არ ვთმობდი, რადგან ვხედავდი, რომ ევროპაში ამ პროდუქტს დიდად სწყალობდნენ. ვგრძნობდი, ეს დრო აქაც მოვიდოდა. მერე სახედრის რძისგან ხუთი სახის სხვადასხვა საპონი, კრემები, კანის მოვლის საშუალებები დავამზადეთ.
- რა ღირს 1 ლიტრი სახედრის რძე?
- 60 ლარით დავიწყეთ და დღეს 100 ლარია... გერმანიაში 2018 წელს ამ საკითხზე არაფერი იცოდნენ, დღეს კი იქ სახედრის რძე 200 ევრო ღირს. მერე სერბები ყველის გამოყვანა-გამოშვებაზე გადავიდნენ - ვირის რძეს 30%-ს თხის რძეს ურევენ და ყველი ასე ამოჰყავთ. მე მხოლოდ ვირის რძეზე ამოვიყვანე. განაგრძეთ კითხვა