როგორ ვაქციოთ სახლი ოაზისად - ახალი "მწვანე" ტრენდი ინტერიერში


 ჩვენ გიამბობთ ახალ ტენდენციაზე, როდესაც aადამიანები სახლს მინი-ოაზისად აქცევენ - თქვენც შეგიძლიათ მისი განხორციელება თქვენს სივრცეში.
დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის ბუნებაში ჩაძირვა ნამდვილი ფუფუნებაა. სწორედ ამიტომ გამწვანების ახალი ფილოსოფია ტენდენციად იქცა.
გარდენ-კორი, როგორც ესთეტიკა და ფილოსოფია, ბუნებასთან შეგნებული ურთიერთქმედების გლობალური ტენდენციიდან მოვიდა. იგი ხაზს უსვამს პრაქტიკულობას და გარემოსდაცვით კეთილგანწყობას. ამ ტენდენციამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ბოლო წლებში, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებმა, ბეტონისა და ტექნოლოგიებისგან დაღლილებმა, დაიწყეს ბუნების საკუთარ სახლებსა და ოფისებში დაბრუნების გზების ძებნა.

დღეს, გარდენ-კორი არა მხოლოდ მოდაა, არამედ ბუნებრივ სამყაროსთან ხელახლა დაკავშირების
საშუალებაა.


რატომ გახდა გარდენ-კორი აუცილებლობა
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხმაური, ბეტონი, ეკრანები ჩვენი მუდმივი თანამგზავრებია. სწორედ ამიტომ, ბაღი სახლში აღარ არის მხოლოდ ინტერიერის ესთეტიკა, ის შინაგან აუცილებლობად იქცა. საქმე "სილამაზეში" კი არა, "სუნთქვაშია".

მცენარეებთან კონტაქტი ახირება არ არის, ეს ფიზიოლოგიაა. კვლევები აჩვენებს: მხოლოდ 4-6 წუთი სიმწვანესთან სიახლოვე სხეულის აღდგენის რეჟიმს რთავს. გული უფრო თანაბრად ცემს, შფოთვა ქრება. ურბანული რიტმის სენსორული გადატვირთვის პირობებში ამას მკურნალობის ეფექტი აქვს.

სახლის თითოეული სივრცე საკუთარ რიტმს ითხოვს. მზით გაჟღენთილი აივნისთვის გამოდგება გერანიუმი, ლავანდა, პელარგონიუმი - სტაბილური, სურნელოვანი, რომელსაც ქალაქის მტვრის არ ეშინია.
მისაღები ოთახი მიზიდულობის ცენტრია. აქ მწვანე გმირებია საჭირო: მონსტერა, ფილოდენდრონი, ზამიოკულკა. ისინი არა მხოლოდ ვიზუალურად ამდიდრებენ სივრცეს, არამედ დღის დინებაში სტაბილური "წამყვანის" შეგრძნებასაც ქმნიან.

საძინებელი სიმშვიდის ტერიტორიაა. აქ მშვიდი დამხმარეები მუშაობენ: ქლოროფიტუმი, სპატიფილუმი, სანსევიერია. ისინი ასუფთავებენ ჰაერს, არ უშლიან ხელს ძილს და ქმნიან რბილ ატმოსფეროს.

სამუშაო სივრცე ყურადღებისა და ფოკუსირებისთვისაა განკუთვნილი. აქ მინი-ფიკუსები, სუკულენტები, კაქტუსები გამოდგება. მათ თითქმის არ სჭირდებათ მოვლა, მაგრამ თითქოს მიანიშნებენ: "შენ შეგიძლია გაუმკლავდე". ისინი ერთგვარი მოკავშირეები არიან და არა უბრალიდ, ფონი.

მცენარეები საკუთარ თავთან დაბრუნებაში გეხმარებიან. დილით, ზარებისა და მესიჯეიბის ნაცვლად, მიდით ფანჯარასთან, დაასხით წყალი ყვავილს, მოეფერეთ ფოთოლს, იგრძენით სითბო თითების ქვეშ. ჩაისუნთქეთ. ეს არის საკუთარი თავისადმი მიძღვნილი მომენტი, რომელიც უნდა შეიგრძნოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები