"ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა შეძენილმა მეგობარმა ვენახის 2 რიგი მაჩუქა" - თბილისიდან კახეთში გადასახლებული ახალგაზრდა წყვილი და საკუთარი შრომით შექმნილი სავანე წინანდალში

ნო­დარ იო­რა­მაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რია წარ­მო­შო­ბით გო­რი­და­ნაა, სკო­ლა სო­ფელ ტი­ნის­ხიდ­ში და­ამ­თავ­რა, პრო­ფე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ე­უფ­ლა. გვე­უბ­ნე­ბა, რომ სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტიც არის. ერთხე­ლაც წი­ნან­დალ­ში ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში "რე­დი­სო­ნის" მშე­ნებ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­ან­დვეს.

"თე­ლავ­ში მო­მი­წია 7 თვე ცხოვ­რე­ბამ, თბი­ლის­ში სამი კვი­რის ბავ­შვი დავ­ტო­ვე და აქეთ გად­მოვ­სახ­ლდი. მერე უკვე ოჯა­ხიც მე­უღ­ლე და ორ ბავ­შვი (პა­ტა­რა 3 თვის იყო) გად­მო­ვიყ­ვა­ნე. მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბის გად­მოყ­ვა­ნაც დაგ­ვჭირ­და, რომ მოგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ...

"რე­დი­სო­ნის" მშე­ნებ­ლო­ბა რომ დამ­თავ­რდა, მერე სხვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­და­ვერ­თე. წი­ნან­დალ­ში ვცხოვ­რობ­დი, კერ­ძო სახ­ლი მქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი დიდი ეზო­თი, ფან­ჩა­ტუ­რით,
აუ­ზით - ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა აქეთ ყოფ­ნა. ბავ­შვე­ბი ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნეთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, დიდი სა­ნაც­ნო­ბო წრე გა­ვი­ჩი­ნე. 2018 წელს აქ გაც­ნო­ბილ­მა და შე­ძე­ნილ­მა მე­გო­ბარ­მა ვე­ნა­ხის 2 რიგი მა­ჩუ­ქა" - გვე­უბ­ნე­ბა ნო­დარ იო­რა­მაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კა­ხურ­მა ყო­ფამ, ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა იქ თა­ვი­სი გა­რე­მოს აშე­ნე­ბაც მო­ან­დო­მა.

"მინ­დო­და, ჩემი გა­რე­მო მქო­ნო­და, მი­წის ძი­ე­ბა და­ვი­წყე. მოკ­ლედ, რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე შე­ვი­ძი­ნე 1800 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი. პრო­ექ­ტი ახა­შენ­შიც გვქონ­და და იქაც ისე მო­მე­წო­ნა სი­ტუ­ა­ცია, ვე­ნა­ხი "ფაფ­რის მინ­დვ­რებ­ზე“, სა­ფე­რა­ვის მიკ­რო­ზო­ნა­ში შე­ვი­ძი­ნე. იქ რქა­წი­თე­ლი და სა­ფე­რა­ვია 90-იან წლებ­ში იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი. შე­ვა­რე­მონ­ტე, მივ­ხე­დე, დავ­წუ­რე ყუ­რძე­ნი... მერე პან­დე­მია და­ემ­თხვა. იცით, რომ ბევ­რი რამ შე­ფერ­ხდა, და­კონ­სერვდა და 2021 წლის იან­ვრი­დან საქ­მი­ა­ნო­ბა თბი­ლის­ში გა­ვაგ­რძე­ლე".

- თუმ­ცა წი­ნან­დალ­ში შე­ძე­ნილ მი­წის ფარ­თობ­ზე მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყეთ...

- კი, ძა­ლი­ან მინ­დო­და სა­კუ­თა­რი ხის კო­ტე­ჯი მქო­ნო­და, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ხე ძა­ლი­ან მომ­წონს. მერე ჩემი იდეა ჩემს მი­წას მო­ვარ­გე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რებ­ლის პრო­ექ­ტი შევ­ქმე­ნი. ნე­ბარ­თვე­ბი თე­ლავ­ში ავი­ღე და მშე­ნებ­ლო­ბა და­ვი­წყე, რა­შიც მამა და­მეხ­მა­რა. თე­ლავ­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნე და ერთი წელი აქეთ ცხოვ­რობ­და, შრო­მობ­და. მე პრო­ექ­ტე­ბი მქონ­და აღე­ბუ­ლი და არ მე­ცა­ლა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება