ვიეტნამის კოლორიტული სოფელი, სადაც უამრავ ადამიანს სურს მოხვედრა

ვიეტნამში დასრულდა უჩვეულო ეკო სასტუმროს მშენებლობა, რომელიც დამსვენებლებს საოცარ მომსახურებას ჰპირდება. ითვალისწინებენ რა ხალხის დაშორებას ბუნებასთან, სასტუმროს ორგანიზატორები დამსვენებლებს დასვენებას პირდაპირ მინდვრებში, მდელოებსა და მდინარეებთან თუ ტბებთან სთავაზობენ. გარდა ამისა, დამსვენებელს ექნება შესაძლებლობა სრულად შეიგრძნოს ქოხში ცხოვრება.


ვიეტნამი მრავალეროვნებიანი ქვეყანაა, რომელიც 54 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს თავისი კულტურითა და ტრადიციებით. საუკუნეების განმავლობაში ვიეტნამელებმა სხვადასხვა კლიმატის პირობებში ისწავლეს ცხოვრება და არსებობა. სწორედ მათი კოლექტიური სიბრძნე გამოიყენეს არქიტექტორებმა ახალი დასასვენებელი კომპლექსის შექმნის დროს.


ეკო-სოფელი ხანოას გარეუბანში მდებარეობს. სახლები, ქოხები სოფლის ცენტრში, ყველაზე მაღალ
ადგილას განთავსდა, სადაც აღნიშნავენ რელიგიურ და ტრადიციულ დღესასწაულებს, მედიტირებენ, აწყობენ სხვადასხვა სახის ფესტივალებს და ა.შ.


პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ მათ უნდოდათ შეექმნათ ვერტიკალური სოფელი ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, რათა თავიდან აეცილებინათ გარემოს დაბინძურება.


მშენებლობის დროს მაქსიმალურად შენარჩუნდა ეკო სისტემა, თითქმის ყველა ხე, რაც ტერიტორიაზე არსებობდა.



დამსვენებლებს მიეცემათ საშუალება თავად ჩაერთონ ყველა სამეურნეო პროცესში, რაც სოფლებში ბუნებრივად მიმდინარეობს ხოლმე, დაკრიფონ ხილი, აიღონ ბოსტნეული, მოსავალი და ა.შ. ერთი სიტყვით, ადამიანებს მიეცემათ საშუალება, შეიგრძნონ სოფელი და ბუნება.





კომენტარის დამატება