შთაგონებების ზღვა - საინტერესო იდეები კერძო სახლისთვის

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო იდეას, როგორ შეიძლება მოაწყოთ კერძო სახლი, საინტერესო ინტერიერების მაგალითზე.

ბუნებრივი ფერებით აღსავსე მყუდრო სახლი
ამ ორსართულიან სახლს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მყუდრო სახლის ეტალონი.
შიდა სივრცე ჰარმონიულად ერწყმის გარე სივრცეს, ბუნებას. ამ ორ ფაქტორს აერთიანებს ბუნებრივ ფერთა პალიტრა, ასევე ბუნებრივი ფაქტურები, ორნამენტები ტექსტილზე და დეკორი ეკოსტილში.



მისაღებში კომფორტული მოსასვენებელი ზონაა დაწნული ავეჯით, პლედებითა და ბალიშებით. აქვე არის წითელი აგურით მოპირკეთებული ბუხარი. ეს დეტალი ინტერიერში საკმაოდ კონტრასტულია, რადგან წითელი აგური სხვა ბუნებრივი ფერებისგან გამოირჩევა.
სამზარეულო სკანდინავიურ სტილშია.



საძინებლები მეორე სართულზეა, უფრო ფერადი, თუმცა მყუდრო. მინიმალური დეტალები და მკაცრი პალიტრა დიდების
საძინებელში საკმაოდ თავდაჭერილად გამოიყურება.

სახლი სკანდინავიურ სტილში
ეს სახლი კი სკანდინავიური სტილის ყველა წესის დაცვით არის გაფორმებული. აქ მთავარ როლში არის თეთრი ფერი, ასევე უხვად არის ხის დეტალები და სხვა ბუნებრივი მასალები.








ყველაფერი ერთად საკმაოდ მყუდროდ და დახვეწილად გამოიყურება.

ხე ფიგურირებს არა მარტო სამზარეულოსა და მისაღებში, არამედ საძინებლებშიც.

სახლი ნეოკლასიკურ სტილში


ეს სახლი კი ნეოკლასიკის მაგალითია. მოდური და თავდაჭერილი. დახვეწილი და ამავდროულად თანამედროვე.
საფუძველი ხის ფაქტურაა, ღუა ფერთა გამა და კლასიკური სტილის ავეჯი.








ხორცისფერ-თეთრი ბაზა ლაიტმოტივად გასდევს მთელ ინტერიერს და ჰარმონიულად ერწყმის ცისფერი, ლურჯი და ვარდისფერი. აქსესუარები შედარებით მკვეთრია და გამოიყენება აქცენტებად.

სახლი ოცნება


ამ სახლის მთავარი ხიბლი პანორამული ფანჯრებია. ეს ფანჯრები არა მარტო სახლს ავსებს ბუნებრივი განათებით არამედ საოცარი ხედი იშლება ულამაზეს პეიზაჟზე.






შიდა გაფორმება ამ პეიზაჟის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ავეჯი ხის არის ფერები კი გამოყენებულია თეთრი ხორცისფერი და ყავისფერი. დაწნული დეტალები აღრმავებს ბუნებრივ იერს.

უჩვეულო სახლი შავი დეტალებით


ეს უჩვეულო სახლი თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ თანამედროვე ქანთრის სტილს, თუმცა, ამავდროულად უჩვეულოდ გამოიყურება უცნაური აქცენტების წყალობით.







შავი ფერი ჭარბადაა გამოყენებული სახლის მთელ ინტერიერში, არა მხოლოდ აქცენტებად, არამედ თითქმის მთავარ ფერად, ავეჯისა და ტექნიკის ჩათვლით. სახლში კედლებიც კი შავია.

სახლი ზამთრის დიდი ბაღითა და საუნით

ამ სახლის ინტერიერი კი, ღია ფერებისა და უხვი განათების წყალობით, საკმაოდ ჰაეროვნად გამოიყურება. ძირითად ფერად ხორცისფერია გამოყენებული. დაწნული ავეჯი და მრავალფეროვანი დეკორი ინტერიერს კიდევ უფრო ბუნებრივსა და უბრალოს ხდის.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები