გერმანული ხის სახლები, რომლებიც საქართველოშიც გვხვდება - გერმანელების მიერ მოგონილი მშენებლობის უძველეს სტილს გერმანიაში დღესაც იყენებენ

ვინ არ მოხიბლულა ევროპის ქალაქების ძველ ქუჩებში ლამაზი ხის სახლებით. ასეთი სახლი განსაკუთრებით ბევრია გერმანიაში, სადაც ხის სახლების შენების განსაკუთრებული ტრადიცია არსებობდა. მართლია, მან ვერ დაჩრდილა სხვადასხვა არქიტექტურული სტილი, მაგრამ დღესაც ძალიან პოპულარულია კერძო სახლების მშენებლობის დროს. გერმანიაში ბევრი ფერადი სახლის ნახვაა შესაძლებელი, შეცვლილი დიზაინით, თუმცა ისინი მაინც გამოირჩევიან ტრადიციული შენობების ფონზე.



ნახევრად ხის ნაგებობების ანალოგები გვხვდება პრეისტორიული ბანაკების ტერიტორიაზეც კი, სადაც ადამიანები უკვე ცდილობდნენ აეშენებინათ ქოხები ხის საყრდენების გამოყენებით, ნაპრალებს ავსებდნენ თიხით, თივით და ნებისმიერი მასალით, რაც ხელთ მოხვდებოდათ.
თუმცა ოფიციალურად ევროპაში ნახევრად ხის სახლების გამოჩენა X-XI საუკუნეებით თარიღდება.





კარკასული სახლები, როგორც წესი, ტყიან ადგილებში შენდებოდა. გემთმშენებლობამ ხელი შეუწყო შენობების რიცხვის ზრდას და ხარისხს, რადგან საზღვაო დურგლებმა ბევრად უკეთესად იცოდნენ ხეზე მუშაობა. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო ამ სტილის მასობრივი განვითარება დიდ საპორტო ქალაქებში, რაც შემდეგ გარეუბნებშიც გაგრძელდა.



ერთ-ერთი უძველესი ხის სახლი 1347 წლით არის დათარიღებული. ის გერმანიის ქალაქ კვედლინბურგში მდებარეობს. ამ დროისთვის ქვეყანაში 2,5 მილიონზე მეტი ხის სახლია შემორჩენილი.


მსგავსი ტიპის ხის სახლი  არ არის არქიტექტურის სტილი, ეს არის აშენების ერთგვარი მეთოდი, რომელიც გერმანელებმა გამოიგონეს. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ სახლი შენდება ხისგან, მთავარი საყრდენი ხის კარკასია და ის არ არის მოპირკეთებული, უბრალოდ გადაღებილია. ევროპაში დღესაც შენდება მსგავსი სტილის სახლები, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინებით, თუმცა მთავარი სტრუქტურა, ხის კარკასი და მაქსიმალურად მაღალი სახურავი, უცვლელია, ასევე უცვლელია, ბევრი ფანჯარა და კონტრასტული ფერები ექსტერიერში.





მსგავსი ტიპის სახლები საქართველოშიც შეგხვდებათ, კონკრეტულად, ასურეთში, ელიზაბეტთალში, სადაც გარკვეულ ხანს გერმანელები ცხოვრობდნენ და სწორედ მათ ააშენეს. 

კომენტარის დამატება