უბრალო და ელეგანტური - სოფლის სტილის სახლების თანამედროვე დიზაინი

სოფლის სტილის სახლის პროექტი ისევ და ისევ აქტუალურია არქიტექტორებსა და სახლების მფლობელებს შორის. სოფლის სტილის სახლი უბრალოდ ხის მორებისგან აშენებულ სახლს სულაც არ ნიშნავს. აღნიშნული საკითხისადმი თანამედროვე და რაც ყველაზე მთავარია, ჰარმონიული კუთხით მიდგომის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დახვეწილი და საინტერესო პროექტის მიღება.



თანამედროვე სტილი და სოფლის სახლი ერთი შეხედვით შესაძლოა შეუთავსებლად მოგეჩვენოთ. სოფლის სახლი ხომ ბუნებრივ მასალებთან, ცოტა უხეშ ფორმებთან და ეთნიკურ ფაქტორებთან ასოცირდება.

ეს ეხება სახლის როგორც ექსტერიერს, ისე ინტერიერს, თუმცა მეორეს მხრივ იგივე სოფლის სახლი ადამიანებში სითბოსა და
სიმყუდროვის შეგრძნებას აღივებს. მიუხედავად ამისა, დაუმუშავებელი ქვა და ხის ფაქტურა, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება ხოლმე სახლის მშენებლობის და ინტერიერის გაფორმების დროს, არაფრით შეესაბამება მე-20 საუკუნის ტენდენციებზე დაფუძნებულ თანამედროვე დიზაინის პრინციპებს.



თანამედროვე სახლი გულისხმობს სუფთა, მკაფიო ხაზებს, მრავალფეროვან და მონოქრომულ ტონებს, სწორ ზედაპირებს, თუმცა მკაფიო და კონტრასტული აქცენტებიც გვხვდება ხოლმე.



მსგავს სტრუქტურებში ყველზე ხშირად ინდუსტრიალური კოლორიტი, ბეტონი, ქვა, კარგად დამუშავებული ძვირფასი ხე გვხვდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სტილი ერთი შეხედვით აბსოლუტურად განსხვავებულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მათმა ერთმანეთთან შეხამებამ შესაძლოა ძალიან საინტერესო და ორიგინალური შედეგი დადოს.

მონდომების შემთხვევაში ყველაფრის კომბინირებაა შესაძლებელი, მთავარია, ზომიერების შეგრძნება არ დაკარგოს არქიტექტორმა. ასე რომ, სოფლის სახლისა და თანამედროვე სტილის კომბინირება აბსოლუტურად შესაძლებელია.






ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მასალის და ფერების სწორად შერჩევაა. თუ ბუნებრივი მასალების გამოყენება ვერ ხერხდება, შესაძლებელია ის იმიტაციით ჩანაცვლდეს, თუმცა ხარისხი კარგი უნდა იყოს. ჩვენ კი, ტრადიციულად, იდეებს შემოგთავაზებთ და არჩევანის გაკეთებას თქვენ მოგანდობთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები