"ამ საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული..." - ქართულ-ჰოლანდიური საოჯახო მარანი მუკუზანიდან

გურჯაანში ღვინის მეოთხე ფესტივალი გაიმართა - მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველი საზოგადოებისთვის. მეღვინეობის ქალაქი რამდენიმე ათეულ ათას კაცს მასპინძლობდა, მათ შორის უცხოელ ტურისტებს. დღე ფიროსმანსა და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნა. ფესტივალმა 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა თუ სხვა სასმელი გააერთიანა. უამრავ მცირე მეწარმეს, ღვინის ქარხანასა და მარანს შორის, სოფოს საოჯახო მარანიც აღმოვაჩინეთ. სოფო მუჩიაური პროფესიით გერმანისტი, მეღვინეობაში შემთხვევით მოხვდა. პირველი მოსავალი მისმა ოჯახმა 2019
წელს აიღო და პირველი ღვინოც დააყენა.

სოფო მუჩიაური:

- ვენახები ჩემს ოჯახს ყოველთვის ჰქონდა, რადგანაც კახეთიდან ვართ. ვიცავდით რთვლისა და ყურძნის დაწურვის ტრადიციას, შესაბამისად, ოჯახის ღვინოსაც ვაყენებდით. ძირითადად, რქაწითლით. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ამ საქმიანობაში ბავშვობიდან ვმონაწილეობდი. ჩემი მშობლები საგარეჯოდან არიან.

- როგორც გავიგეთ, წლების განმავლობაში თარჯიმნად მუშაობდით, შემდეგ ნოტარიუსის თანაშემწე და საჯარო რეესტრის წარმომადგენელი იყავით...

- დიახ და ეს საქმიანობა შევწყვიტე, რადგან მთლიანად ჩავერთე სამეურნეო საქმეში და სხვა რამის გაკეთების დრო აღარ მაქვს. ახლა მთლიანად ვარ მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართული.
2018 წელს ჩემი მომავალი მეუღლე, ჰოლანდიელი ივო სტოტსი გავიცანი. ბიზნესმენია, საქართველოთი ძალიან დაინტერესდა და შეუყვარდა აქაურობა. ამსტერდამში წავედით ღვინის ფესტივალზე, სადაც ქართული ღვინოები იყო წარდგენილი. მაშინ გავიცანით პარტნიორები, ქართულ-ჰოლანდიური ოჯახი, რომლებიც ახლა ჩვენი მეგობრები არიან. გოგონა ქართველია, მეუღლე კი ჰოლანდიელი, იქ ცხოვრობენ და ქართული ღვინის ექსპორტი დაიწყეს. ჩვენც დავინტერესდით და ჩავერთეთ. პირველი მოსავალი 2019 წელს ავიღეთ, ჩვენი ღვინო დავაყენეთ, ბრენდიც შევქმენით.

- ბაზა რა იყო ამისთვის?

- საკუთარი ვენახები გვქონდა. ამასთან, დავმკვიდრდით მუკუზანშიც, სადაც ბიძაჩემი ცხოვრობს და საქმეში გვეხმარება. მუკუზანში სახლი ვიყიდეთ, ავაშენეთ მარანი და ახლა ვცდილობთ საბოლოო სახე მივცეთ. რა თქმა უნდა, ნათესავებმაც ხელი შეგვიწყვეს - ვენახის მოვლაში, რთველში, დაწურვაში გვეხმარებიან... ვენახები საგარეჯოსა და მუკუზანში, ორი ჰექტარი მაინც გვექნება.
ღვინის დაყენების საქმეში მთავარი როლი მე მერგო. მუდმივად ვცდილობ მეტი ცოდნა და გამოცდილება შევიძინო, პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინო. ორი წელიწადია, ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით ვაყენებთ ქვევრის ღვინოს. თუმცა თავიდან ქვევრი არ გვქონდა და ღვინოს ევროპული ტექნოლოგიით, ლითონის უჟანგავ ცისტერნებში ვაყენებდით. განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ეჰ 2022-12-09 16:21
შენ ქმარს რეალური სქართველო არ უნახავს, ყოფილიყო აბა აქაურ 500 ლარიან ,,ხელფასზე,'' მერე გაიგებდა, როგორი ,,კარგია'' აქ ცხოვრება. საქართველოში ცხოვრება რომ კარგი იყოს, ყოველ წელს ათასობით ხალხი არ გაიქცეოდა ამერიკაში.

პს. ღარიბები უნდა ნახოთ როგორ ცხოვრობენ აქ ღარიბები, თორემ მდიდარი და ფულიანი ყველგან კარგად არი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები