შპალერი მისაღები ოთახისთვის - როგორ ავარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი

ეს ოთახი მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ ოჯახის ყველა წევრი თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს.
როგორ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, ყველა კმაყოფილი რომ დარჩეს?
რასთან ასოცირდება თქვენთან სიტყვა მისაღები ოთახი? ალბათ ოჯახი, სიმყუდროვე, სრუმრები დასვენება.

გეთანხმებით, სწორედ ამაზე გვინდა საუბარი, რომ მისაღები ოთახი არის სახლის ცენტრი, სადაც თავი მყუდროდ უნდა იგრძნოს როგორც ოჯახის თითოეულმა წევრმა, ისე სტუმარმაც. საძინებელში თუ მხოლოდ ორი ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად, მისაღები ოთახი არის ადგილი, სადაც ყველა ადამიანი, მათ შორის სტუმარი უნდა ახერხებდეს დადებითად განწყობას და სიამოვნების მიღებას.
გარდა
ამისა, სახლი მისი მეპატრონის სახეა, სტუმრად მოსული ადამიანი დიასახლისის მიერ მოწყობილი სახლის მიხედვით მიხვდება, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, რა ინტერესები და მისწრაფებები აქვს.

სასტუმრო ოთახის დიზაინი

პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ დიზაინზე, თუ როგორ სტილში იქნება ის, სად როგორ ავეჯს განათავსებთ, როგორ ფერებს გამოიყენებთ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ უკვე შპალერის ფერიც. შესაძლოა შპალერი იყოს ნეიტრალური ფონი თქვენი მკვეთრი ელემენტებისთვის, შესაძლოა გინდოდეთ ერთი კედლის აქცენტირება და გამოყოფა. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გათვალოთ.
შპალერი შეიძლება იყოს ქაღალდის, ფლიზელინის, ვინილის და ქსოვილის. თითოეულ მათგანს საკუთარი მახასიათებელები და რაღა თქმა უნდა, ფასი გააჩნია.

ფლიზელინი ყველაზე მარტივი და ეკოლოგიურად სუფთაა, თუმცა არის ყველაზე ნაზი და ფრთხილად მოსავლელი. ასევე საჭიროებს საკმაოდ რთულ მოსამზადებელ სამუშაოებს.
ფლიზელინი ყველაზე გვრცელებულია თავისი მრავალფეროვნებით და წყლისა და შუქის მიმართ მდგრადობით.
ვინილის შპალერი ადვილად ირეცხება და სოლიდურად გამოიყურება. ქსოვილის შპალერს კი ირჩევენ მისაღებისთვის, როდესაც უნდათ, რომ ფუფუნებას გაუსვან ხაზი.

შესაძლოა სტილი და ფერი განსაზღვრული გქონდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს ძალიან დიდი არჩევანი შპალერებისა და შეცდომის დაშვების ალბათობაც დიდია.

შპალერის დიზაინი


აუცილებლად გაითვალისწინეთ ოთახის ზომა, პატარა ოთახს მუქი ან დიდნახატიანი შპალერი არ მოუხდება. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ როგორ არის ოთახი განათებული. მნიშვნელოვანია ასევე ფანჯრების ზომა და ჭერის სიმაღლე.

კომბინირებული შპალერი

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს ვერ აკეთებთ? მაშინ შეგიძლიათ დაიხმაროთ კომბინირებული შპალერი. მაგალითად, თქვენ მოგწონთ ერთი კონკრეტული ნახატი, მაგრამ არ გინდათ ის მთელ ოთახში, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეს ნახატი ერთ კედელზე გამოიყენოთ, დანარჩენი კედლები კი სადად დატოვოთ. ასევე ხდება ფერების შემთხვევაში, შეგიძლიათ ოთახი დაყოთ ზონებად და გამოიყენთ ორი-სამი ფერი, რა თქმა უნდა, ეს ფერები ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს.

თხევადი შპალერი

თუ უპირატესობას პრაქტიკულობას ანიჭებთ, მაშინ გირჩევთ არჩევანი თხევად შპალერზე შეაჩეროთ. თხევადი შპალერი ეკოლოგიურად სუფთაა და ძალიან ადვილად კეთდება, თუმცა არ გააჩნია ის სიმყუდროვე, რაც კლასიკური შპალერის შემთხვევაში არსებობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები