რატომ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ნაქირავებ ბინაში და როგორია მისი მეუღლის დიზაინით მოწყობილი სახლი


მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე თვეა, ოჯახთან ერთად წყნეთში ცხოვრობს. ლელასა და მის მეუღლეს, ბაჩო საგანელიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, 8 თვის წინ მსახიობი მეორედ გახდა დედა და ოჯახს ალექსანდრეს შემდეგ ლილიკო შეემატა. ბუნებაში პოზირებას რომ მოვრჩით, ლელა სპეციალურად ჩვენთვის თბილისში ჩამოვიდა და „შინ“-ს ვაკეში მდებარე სახლში უმასპინძლა.

- ეს ბინა ჩემი მეუღლის ოჯახს ბაჩოს ბავშვობის დროიდან აქვს. მაგრამ დაახლოებით 5-6 წლის წინ, ბაჩომ გადაწყვიტა, საკუთარი გემოვნებით გადაეკეთებინა და აქ მარტოს ეცხოვრა. მისი ოჯახის წევრები ამ ფაქტით დიდად არ მოხიბლულან, ურჩევდნენ,
გაყიდე და სადმე უკეთეს ადგილას, ჰაერზე იყიდე, ამას რომ გაარემონტებ, ვეღარ გაყიდი, დაგენანებაო. ბაჩომ არ დაიჯერა და თავიდან ბოლომდე გააკეთა. ავეჯი, ჭურჭელი და საერთოდ ყველაფერი რომ შეიძინა და ბინა ბოლომდე მოაწყო, ზუსტად იმ პერიოდში გავიცანით ერთმანეთი და მალევე გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება. არადა, ამბობს, როცა ამ ყველაფერს ვაკეთებდი, ერთი წუთითაც არ ვფიქრობდი, რომ უნდა დავოჯახებულიყავი და ჩემს ცოლ-შვილთან ერთად აქ მეცხოვრაო. მართლაც, ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ აქაურობა შვილებიანი ოჯახისთვის შექმნილს არ ჰგავს. აი, მაგალითად, საძინებელში სინათლე მხოლოდ საწოლის ერთ მხარეს ინთება, ანუ არც უფიქრია, რომ მეუღლის მხარესაც გაეკეთებინა ჩამრთველი, შუქს მხოლოდ თვითონ აკონტროლებდა და ეს საკმარისად ჩათვალა (იღიმის). აქაურობა ისე ჰქონდა მოწყობილი, ჩემს ჩარევას არც ერთ ასპექტში არ საჭიროებდა, მაგრამ რაღაცებმა ნელ-ნელა, თავისთავად მოითხოვა ცვლილება. მართალია, ამ ეტაპზე წყნეთში, სუფთა ჰაერზე ვცხოვრობთ, რაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს სახლი მაინც მენატრება და მიყვარს, საუკეთესო პერიოდი გვაქვს აქ გატარებული _ მე და ბაჩომ თანაცხოვრება აქ დავიწყეთ, ჩვენი ორივე შვილი აქ გაჩნდა. ძალიან კარგი აურაა და მსიამოვნებს აქ ყოფნა. აქედან ყველაფერი ახლოსაა და ამ მხრივ კომფორტულია, მაგრამ ჰაერის პრობლემას ვაწყდები, მით უმეტეს, რომ ცენტრალურ გამზირზე ვართ და სულ მანქანების მოძრაობაა. მე გათხოვებამდე ლესელიძეზე ვცხოვრობდი, სადაც საშინელი ხმაური და ჩაგუდულობაა, აქ იმასთან შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ ზაფხულში მაინც გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩომ ოთახების განლაგება განზრახ შეცვალა და საძინებელი შიდა ეზოს მხარეს გადმოიტანა...


ინტერვიუს სრული ვერსია და სახლის ფოტორეპორტაჟი იხილეთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის ნომერში





































კომენტარები

nino 2017-07-13 09:30
როგორ მიხარია ასეთ ბედნიერ, კარგ ოჯახებს რომ ვნახულობ. ყველაფერს კარგს გისურვებთ.

კომენტარის დამატება