ბენ აფლეკი ჯორჯიაში საკუთარ ქონებას ყიდის, რომელიც ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის დროს შეიძინა

ბენ აფლეკმა გადაწყვიტა ჯორჯიაში საკუთარი ქონება გაყიდოს. სამი სახლი და 35 ჰექტარი უზარმაზარი ტერიტორია 8,9 მლნ დოლარად იყიდება. მსახობმა ეს ყველაფერი 2003 წელს, ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის დროს შეიძინა. სამივე შენობა განსხვავებულ სტილშია მოწყობილი.

მთავარი „დიდი სახლი“ 560კვ.მ ფართობს შეადგენს. აქვს 4 საძინებელი, ხის იატაკები და 5 მეტრიანია ჭერი.

მეორე, სასტუმრო სახლის საერთო ფართობი 930 კვ.მ-ს შეადგენს. აქვს 5 საძინებელი, შენობა გარშემორტყმულია აივნებით. მაღალი ჭერი, იატაკი და კედლები ხის გახლავთ, კიბეები კი რკინის.

ყურადღებას იმსახურებს მესამე სახლიც. ეს გახლავთ, არც თუ
ისე დიდი ზომის საზაფხულო კოტეჯი, რომელსაც აქვს ქვის იატაკები, ხის თაღები და უზარმაზარი ბუხარი სამზარეულოში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები