ქართველი სელებრითების ტერასები ქალაქის ცენტრში, კორპუსის ბინებში

დღეს, როდესაც ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე ასე მაღალია, ისღა დაგვრჩენია, რომ სახლში რაც შეიძლება მეტი მცენარე გავახაროთ. თუ ფართი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ტერასა გავაკეთოთ, მაშინ ეს ხომ საერთოდ იდეალური ვარიანტია.

ინტერიერის დიზაინერი ნინო ბაბუხადია თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს, სოლოლაკის ქედს სამზარეულოს დიდი ფანჯრიდან გასცქერის, მისაღებიდან კი ულამაზეს ტერასაზე აქვს გასასვლელი, რომელიც ნამდვილ ბაღნარად აქვს ქცეული. ტერასის იატაკი მარმარილოს მოზაიკითაა მოპირკეთებული, რომელიც ნინოს ხელწერად იქცა.

ნინო:
- სადაც მივდივარ და ვხედავ, მეძლევა საშუალება გავაკეთო მარმარილოს მოზაიკა, უკან არ ვიხევ.
ვგიჟდები ძველ სადარბაზოებზე და ამ იდეის ინსპირაცია სწორედ აქედან წამოვიდა, ვიპოვნე ძალიან მაგარი ბიჭი, რომელიც მუშაობს ამაზე და ჩემი ჩანაფიქრები განახორციელა. ლამაზი არის, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გამძლეობა, დრომ კი გვაჩვენა რომ ძალიან გამძლე და პრაქტიკულია. მცენარეების მოვლა საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ჩემთვის ეს განტვირთვაა, ხვალ რომ მოხვიდეთ შეიძლება ყველაფერი შეცვლილი დაგხვდეთ, ისიც არ მეზარება, რომ ჩემი კისრით, რომელიც მტკივა და მაწუხებს, ქოთნები აქეთ-იქეთ ვათრიო, რადგან ეს ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.. საღამოს მათი მორწყვა ეს არის მთელი რიტუალი. ტერასა აქტუალურია, არამხოლოდ გაზაფხულსა და ზაფულში, არამედ ზამთარშიც, მაქვს სპეციალური გამათბობლები და როცა ტერასაზე გვინდება გამოსვლა, ვიყენებთ. მთავარია, არ წვიმდეს, თორემ აქ ყოფნა ნებისმიერ სეზონზე სასიამოვნოა.




მანო გაბური 16 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნებულმა რამდენიმე საცხოვრებელი გამოიცვალა და ბოლოს, ბინა შუაგულ ვაკეში იყიდა, რომლის მთავარი ხიბლი და სიმდიდრე დიდი ვერანდაა.. ალბათ გასაკვირი არაა, რომ მანო ყველაზე კარგად თავს სწორედ გამწვანებულ ვერანდაზე გრძნობს.

მანო:
- ბევრი სინათლე, ბევრი მზე ყველა ოთახში, არასტანდარტული იერი, დიდი პარმაღი (იგივე ვერანდა) – აი, ეს ყველაფერი მინდოდა და აქვს ჩემს სახლს. წინ გახსნილი სივრცეა და საღამოობით იქ ჯდომას არაფერი სჯობს. ახლა სანახევროდ მინდა გადავხურო და მერე ალბათ მართლა სულ იქ ვიქნები. ყოველ გაზაფხულზე სულ ახალ-ახალ ყვავილებს ვრგავთ მე და ჩემი მეგობარი თამარ ხონელიძე, ოქროს გოგო, რომლის რჩევების გარეშე არაფერს ვაკეთებ. ჩემი ვერანდა ძალიან მზიანია და ყველა მცენარე ვერ უძლებს, ამიტომ დიდი არჩევანი არ გვაქვს ხოლმე. უკვე მეორე წელია, მინდა ვარდები ავიყვანო სახლზე, ამასაც წელს ვაპირებთ. თქვენ იცით, რომ ყვავილს და ხეს დარგვისას უნდა უთხრა: „გაიხარე და გამახარე, გაიხარე და გამახარე“. თამრიკომ მასწავლა და მივხვდი, რომ მართლა ესმით, ხარობენ და მახარებენ.




მომღრალი სოფო გელოვანი საბურთალოზე ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. ნუ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სოფოს კორპუსის ბინის აივანზე, არც მეტი არც ნაკლები მამამთილის სახელობის ბაღი აქვს მოწყობილი.

სოფო:
- როდესაც სახლში შემოვედით და ეს აივანი ვნახეთ, ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკე-თებინა... მაგიდა სკამებითურთ - კი, მაგრამ კიდევ გვინდოდა რაღაც სხვა და მივხვდით, რომ გვაკლდა სიმწვანე, ფოთლები, ბუნება და უცებ ნოდიმ თქვა, მოდი, მოვიწყოთ პატარა სამოთხეო. თუმცა, რეალურად ამ სილამაზის მოწყობა ჩემი მამამთილის დამსახურებაა. სა-ოცრად ესთეტი ადამიანია ნოდის მამა, ისეთი თაიგულები მოაქვს ხოლმე ჩემთვის, მილიო-ნიდან გამოარჩევ, სხვანაირი ხედვა აქვს და სწორედ მან მოგვაწოდა იდეა, რომ ჩვენს აივანს მოუხდებოდა ხეები, ოღონდ მხოლოდ კი არ თქვა, თვითონ აარჩია და მოგვიტანა, ეს ხეები მისი ნაჩუქარია. ამიტომაც, ჩვენს აივანს “მაწაკას ბაღი” ჰქვია. მოგეხსენებათ, ჩემი მამამთილი ცნობილი გინეკოლოგია, საოცარი ენა აქვს, საყვარელი ადამიანია, მაგრამ მეტსახელად მაწა-კას ეძახიან. ჰოდა, რადგან მისი იდეა და ამავდროულად მისი საჩუქარი იყო ეს ხეები და მცენარეები, სახელიც მისი დავარქვით. ჩვენს ბაღს აბრაც აქვს - “მაწაკას ბაღი”.

მეგობარი გვყავს, ფილო, რომელსაც კარგი ხელი აქვს, საოცარ რაღაცებს აკეთებს და ეს აბრაც ჩვენი თხოვნით, მან დაგვიმზადა. ყველას უყვარს ამ აივანზე ყოფნა, ხომ აცივდა, მაგრამ ცოტა ხნით, ჩაისთან ერთად მაინც ვსხდებით ხოლმე. ეს ყვავილები ხომ ულამაზესია, მაგრამ იმ-დენ დროს მოითხოვს მათი მოვლა და ისეთი რთული ყოფილა, რომ ვერც წარმოვიდგენდი. ნოდი დილის 7 საათზე დგება და იწყებს მათ მოვლას, ყოველდღიურად უნდა მორწყვა, ზაფხულში ხან ორჯერაც კი. მაგრამ ძალიან ლამაზია, მარადმწვანეებია და ზამთარშიც სიმწ-ვანე გვაქვს. ვაზიც გავახარეთ და მალე მოსავალსაც მივიღებთ (იღიმის). აქეთ კედელზე ვარ-დი გვაქვს გაშვებული და როდესაც ყვავილობის პერიოდია, სულ გაფურჩქნილია, ულამაზე-სი სანახავია.

ციცი ომანიძე

კომენტარები

Qajana77 2022-06-27 19:09
ხალხო ყველას შეგიძლიათ გაამწვანოთ აივანი.. მე მაქვს არც თუ ძაან დიდი აივანი და ბევრი ყვავილი,ორი სავარძელი და პატარა მაგიდა... შუა ფული ქალაქის მტვერში ის სიმწვავე ძალიან და მაბედნიერებს. ოთახში ბევრი ყვავილი მაქვს.. ყვავილის 2ონა არ არის ფუფუნება. რატო ლანძღვათ ამ ხალხს ?
Nino 2020-01-07 18:21
Mano sadauri selebritiaaaa?
თამთა 2019-04-17 19:06
ვინ დაგიშალათ, თქვენც გქონდეთ სიმწვანე აივანზე? თუ მეტი სიმწვანეც გინდათ ჩამოდით სოფელში. ასე ყველაფერზე ბოღმის ფრქვევა შეიძლება? ამ დალოცვილ მიწაზე მცენარის გახარება მაინც არ ჭირს.სიყვარული და ურთიერთპატივისცემა კია დეფიციტში!
თენგო 2019-04-15 20:02
სელებრითი უნდა "სამოთხის" ბაღიდან გვიყურებდეს და ჩვენ კი მათი გვშურდეს და ვოცნებობდეთ და თან არ ვიცოდეთ, რომ იქვე რამდენიმე მეტრში თბილისის რკინა-ბეტონის ჯოჯოხეთია. გაუმარჯოს სელებრითებს!
gia 2019-04-13 14:44
,,ქართველი სელებრითები,, არა იხვის ტოლმა!

კომენტარის დამატება