ქეით და პიპა მიდლტონების სახლი ლონდონში, რომელიც 1,95 მლნ ფუნტად იყიდება

ბინა ქეით და პიპა მიდლტონების მშობლებს - მაიკლ და კეროლ მიდლტონებს ეკუთვნით. მათ უძრავი ქონება ქალიშვილებისთვის 2002 წელს 780 000 ფუნტად შეიძინეს. სახლი ლონდონის ჩელსიში მდებარეობს. ბინის საერთო ფართონი 116 კვ მ-ია.

სახლს აქვს სამი სართული, რომლებზეც 3 საძინებელი, 2 სააბაზანო, პატარა სამზარეულო ყველა საჭირო ტექნიკით, მოზრდილი და ნათელი სასტუმრო ოთახია განლაგებული. გარემო საკმაოდ უბრალო და სადა, თუმცა ძალიან გემოვნებიანია.

ელიტური უძრავი ქონება 1,95 მლნ ფუნტად (დაახლოებით 2,5 მლნ $) იყიდება, რაც პირვანდელ ფასზე 1 მლნ-ით მეტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები