სტუმრად მოდელ ლილი ოლდრიჯთან - ის მეუღლესთან ერთად ნეშვილში საკმაოდ ტრადიციულ სახლში ცხოვრობს

ლილი ოლდრიჯი და მისი მეუღლე, კალებ ფოლოუილ, შესაძლოა, ტიპიურ მედიურ წყვილად მოგვეჩვენოს. ლილი Victoria’s Secret-ის მოდელი და Bvlgari-ს სახეა, კალები კი ჯგუფის Kings of Leon ვოკალისტი. როგორც წესი, როკერისა და მოდელის კავშირი ძალიან შორს დგას ყოველდღიური ცხოვრებისა და ოჯახური კომფორტისგან, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ჩვენი გმირების ცხოვრება სხვაგვარად განვითარდა. წყვილის ცხოვრებაში ქალიშვილის, დიკსის დაბადებამ პრიორიტებები შეცვალა და გადაწყვიტეს ხმაურიანი ქალაქისგან მაქსიმალურად მოშორებით და კარგი რეპუტაციის მქონე სკოლასთან ახლოს ეცხოვრათ. შედეგად კი ნეშვილში საკმაოდ ტრადიციული სახლი შეიძინეს.

ტიუდორების ეპოქის სტილში ნაშენები
აგურის შენობა ლილის მაშინვე მოეწონა. კალებისთვის კი ხის იატაკი და ჭერი, უზარმაზარი ფანჯრები, ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

სახლი 4 თვეში მოეწო, ვიდრე ლილი ჩვენებებზე გამოდიოდა, კალები კი ტურნეში იმყოფებოდა. „როცა ყველა სამუშაო დასრულდა, ჩვენ სანთლები დავანთეთ. გარშემო ყვავილები მოვათავსეთ და მაშინვე გადმოვედით“ - იხსენებს მოდელი. მას შემდეგ 3 წელი გავიდა. წყვილს კი სახლის თავდაპირველ სახეში არავითარი ცვლილება არ შეუტანია.

შთამაგონებელი სურათები, რომლებსაც ლილი დიზაინერებს უგზავნიდა, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: მათ შორის იყო ეგზოტიკური ინტერიერებიც მაროკოული ხალიჩებით, ასევე კლასიკური ინგლისური სახლები. შედეგად ინტერიერი ძალიან ეკლექტური გამოვიდა. თითოეული ოთახი სავსეა ფერადი დეტალებითა და მკვეთრი აქცენტებით კედლებზე სურათების სახით - მათ ლილი სხვადასხვა გალერეებიდან თავად აგროვებდა.

„სახლში, სადაც ბავშვობა გავატარე,ძალიან მყუდრო გარემო იყო. ჩვენთან ყოველთვის უამრავი სტუმარი იკრიბებობა“ - ჰყვება ლილი. აქ ზუსტად ასეთივე გარემო შეიქმნა, რომელიც მუსიკოსისა და მოდელის ცხოვრებისთვის იდეალურ მიზანსცენად იქცა.

წყარო: admagazine.ru

კომენტარები

მგ 2019-04-15 18:49
იმედია აქაც ბევრი მიხვდება,რომ აბაზანაში ფანჯარა და არა "ფანჯარუკა" გააკეთონ,განსაკუთრებით ვინც კერძო სახლებს აშენებენ!:)რატომ უნდა მოიკლო ეს სიამოვნება..დაამსგავსებენ ხოლმე დაკითხვის და საწამებელ ციხის საკნებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები