სახლი, რომელიც მომღერალმა შერიმ ააშენა და ახლა 10,995 მლნ დოლარად იყიდება

კარგი ამბავი გვაქვს შერის შემოქმედების იმ თაყვანისმცემლებისთვის, ვისაც ჯიბეში 11 მლნ დოლარი უდევს. თქვენ შესანიშნავი შანსი გეძლევათ ჰავაიზე, კურორტ ჰუალალაიზე შეიძინოთ სახლი, რომელიც 2008 წელს თავად შერის პროექტით აშენდა. ამ სახლში ცხოვრებას ის არ გეგმავდა, მაგრამ სურდა თავი არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის ამპლუაში გამოეცადა. შედეგად კი მართლად პროფესიონალური პროექტი გამოვიდა.

სახლს 6 საძინებელი და 6 სააბაზანო ოთახი აქვს. გეგმის მთავარი განსაკუთრებულობა: ძირითად შენობაში მხოლოდ ერთი, სახლის მეპატრონისთვის განკუთვნილი საძინებელია. დანარჩენი საძინებლები კი მიშენებულ შენობებშია გადანაწილებული, სადაც შესვლა პირდაპირ ქუჩიდან შეიძლება
ისე, რომ არ გიწევს მთავარი ოთახების გავლა და მფლობელების შეწუხება.

ძირითად შენობას ასევე აქვს სასტუმრო ოთახი, სამუშაო კაბინეტი, სამზარეულო ყველა საჭირო აღჭურვილობით, სასადილო ოთახი, რომელიც სამზარეულოს მოძრავი კარის მეშვეობით უერთდება.

„ჭკვიანი სახლი“ ყოველგვარი ტექნიკური პროცესის დისტანციური მართვის საშუალებას იძლევა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები