რომელ სახლებში აღწევენ ქვეწარმავლები ყველაზე მარტივად - ჰერპეტოლოგის რჩევები

ზაფხულის სეზონისთვის ქვეწარმავლების სიმრავლეცაა დამახასიათებელი. რა გზით შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი ჩვენს სახლში და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ოთახში გველს აღმოვაჩენთ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი, საუბრობს:

- რანდენად ხშირია, ამ სეზონზე, გველებზე გამოძახება?

- წლევენდელი წელი, ამ კუთხით, არ არის დატვირთული. გამოძახებები შემცირებულია, რადგან გაზაფხული რადიკალურად განსხვავებული იყო, შარშანდელთან შედარებით. იყო წვიმიანი, ცივი და  ბუნებრივი ციკლი დაირღვა.  ამის შემდეგ, დიდი სიცხეები იყო და ქვეწარმავლების აქტივობამ იკლო. აქედან, გამომდინარე სტატისტიკა სახეცვლილია. მაისში იყო 113 გამოძახება, შარშან-140. ივნისში, შარშან 146 იყო, წელს 125.

ივლისის თვის მონაცემები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ბევრად უფრო შემცირებულია, ვიდრე შარშან.

- არის კონკრეტული ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად გიწევთ გამოძახებაზე გასვლა?

- კონკრეტული ლოკაცია არ არსებობს იმიტომ, რომ თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული მთელ ქალაქში.  თუმცა, შეიძლება რამდენიმეთი მეტი გამოძახება გვქონდეს გარეუბნებში, ვინაიდან იქ უფრო ახლოა ქვეწარმავლების სიახლოვე და შესაბამისად, ოდნავ მეტია გამოძახება.

- რა გზით აღწევენ ქვეწარმავლები სახლში?

- გააჩნია სახლებს. თუ კერძო ბინებზე გვაქვს საუბარი, იქ შეღწევა უფრო მარტივია. პირდაპირ ეზოდან შედიან. კერძო სახლებს აქვთ კედლები, რომლებზე გადაადგილებაც ქვეწარმავლებისთვის ადვილია. ზოგზე სუროებია აყოლებული, ზოგი მოპირკეთებულია, რომელიც საყრდენია გველებისთვის. გველი შეიძლება სამშენებლო მასალასაც შეჰყვეს ბინაში.

- ძირითადად როდის გაქვთ გამოძახებები, სახლში აღმოჩენის შემთხვევაში თუ გზაზე პოვნის დროსაც?

-აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე ვრეაგირებთ, ვინაიდან ქალაქში ქვეწარმავლის საბინადრო არეალი არ არის. როდესაც ადამიანი ურბანულ სივრცეში ნახულობს, მან აუცილებლად უნდა დარეკოს ჩვენთან ცხელ ხაზზე 421 424 და ჩვენ მალევე ვრეაგირებთ იმისთვის, რომ ეს ქვეწარმავალი მალევე დავაბრუნოთ ბუნებაში.

-ყოველთვის ახერხებთ დაჭერას?

- ზოგჯერ ქვეწარმავლის აღმოჩენის შემდეგ გვიან გვიკავშირდებიან. დაგვიანებული დარეკვა იწვევს ჩვენი მისვლის ეფექტურობის შემცირებას. ერთი საათის შემდეგ რომ დარეკავს მოქალაქე, რომ ერთი საათის წინ დაინახა ქვეწარმავალი, ალბათობა იმის, რომ ჩვენ მას აღმოვაჩენთ, არის ძალიან მცირე. ზოგჯერ ისეთი ადგილია, პრაქტიკულად, შეუძლებელია იქ შეღწევა და გველის დაჭერა.

- სად მიგყავთ ქვეწარმავლები დაჭერის შემდეგ?

- დაჭერილ ქვეწარმავლებს დღის ბოლოს ბუნებრივ არეალში, ნაკრძალებში, ვუშვებთ, მათი გვრცელების შესაბამისად.  

- როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები იმ შემთხვევაში, თუ სახლში აღმოაჩენენ გველს?

- არც ერთ შემთხვევაში არ ვიწყებთ თვითნებურ მოქმედებებს. სწორედ ასეთი ქმედებების დროს ხდება ხოლმე დაკბენების უმეტესობა. ჩავკეტოთ კარები და დაველოდოთ შესაბამის ჯგუფს.
თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

natia 2019-07-21 09:57
chven qveyanashi cxovelebis da qvecarmavlebis uflebebi ufro daculia vidre adamianebis.
მიშა 2019-07-20 21:34
გინდა გველს მოუკლივარ და გინდა ცოფიან ვირთხას რა აზრი აქვს.
მიშა 2019-07-20 21:33
გინდა გველს მოუკლივარ და გინდა ცოფიან თუნდაც ვირთხას.რა აზრი აქვს.
მანანა-შ 2019-07-16 10:32
თეო, ჩემო კარგო, გველების მასიურად დახოცვის შემთხვევაში ცოფის გამავრცელებელი მღრღნელები საოცარი სისწრაფით გამრავლდებიან, ამიტომ, ნუ ჩავერევით ბუნების და კომპეტენტური პირების -გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, საქმიანობაში.
teo 2019-07-15 18:03
რატომ არ ხოცავთ, როდემდე უნდა გამრავლდნენ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები