სარა ჯესიკა პარკერის სახლი სანაპიროზე - „მუშაობის პროცესში წარმოვიდგენდი, რომ ეს სახლი ქერი ბრედშოუმ მოაწყო „სექსი დიდ ქალაქში"-დან“

სახლი სანაპიროზე - ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადგილებს შორის, სადაც „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავსა და მის მეუღლეს, ასევე მსახიობს, მეთიუ ბროდერიკს, შეუძლიათ ცოტახნით მაინც დაივიწყონ გადაღებებისა და რეპეტიციების გიჟური გრაფიკი, განმარტოვდნენ და დრო მშვიდად გაატარონ. აქ შესაძლებელია, სამაგიდო ჩოგბურთის თამაში, ცურვა, სეირნობა, სტუმრებისა და ბევრი ნათესავის მიღება.

„მე და მეთიუს არ გვსურდა გარემო მოსაწყენი ყოფილიყო, მაგრამ არც ზედმეტად პრეტენზიული და მკვეთრი გვინდოდა. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმებია - უხვი სინათლე, ფერები, კომფორტი, კომფორტი და კომფორტი!“ - იხსენებს მსახიობი. ასეთი სახლის ძიებას არაერთი
წელი დასჭირდა. ახლა კი ვარსკვლავური ოჯახი ამ მხარეში კომფორტულად დაბინავდა და სახლთან ახლოს კიდევ ერთი კოტეჯიც შეიძინეს.

„მუშაობის პროცესში წარმოვიდგენდი, რომ ეს სახლი ქერი ბრედშოუმ მოაწყო „სექსი დიდ ქალაქში“-დან და არა სარა ჯესიკა პარკერმა“ - განმარტავს დიზაინერი, ერიკ ჰიუზი, სარას ძველი მეგობარი, რომელიც მსახიობმა სახლის გასაფორმებლად მიიწვია.

ჰიუზს ყველაზე უკეთ ინტერიერში დიასახლისისთვის ძვირფასი დეტალების შეტანა გამოუვიდა: „გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს სახლი ქერის მიერაა აშენებული“. მსახიობის ბიოგრაფიის ამ მნიშვნელოვანი დეტალის იდენტიფიცირებისთვის, ერიკმა სერიალის დიზაინერი მიიწვია და თხოვა სარას საძინებლის მოსაწყობად ქერის ბინიდან რაიმე წარმოედგინა.

„ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. თავდაპირველად შემეშინდა, რომ ხალს არ ეფიქრა ნარცისიზმით ვარ დაავადებული. მაგრამ ახლა, როცა სერიალის გადაღებები დასრულებულია, ძალიან მიხარია, რომ ჰიუზმა საშუალება მომცა ის დრო გავიხსენო. ეს ძალიან სასიამოვნოა“ - გამოტყდა სარა ჯესიკა.

სახლში პარკერის საყვარელი ადგილი სასადილო ოთახია: „ის სრულიად თეთრია, მაგრამ როცა ოთახი სტუმრებითაა სავსე, ისინი თავად ხდებიან ხელოვნების ნიმუშები და კიდევ უფრო ალამაზებენ მას“ - ამბობს მსახიობი.

აქ ის იღებს მეგობრებს - ქეით უინსლეტს, სემ მენდესს, მარსი კლაინს და მის ქმარს, სკოტ მერფის, ასევე მარკ შეიმანსა და სკოტ უიტმანს.

წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება