პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საკუთარი სახლის რემონტს 2 მლნ ფუნტზე მეტი დაახარჯეს


ბრიტანელები შეძრწუნებულები არიან

მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ჰერცოგი და ჰერცოგინია სასექსები ფროგმორჰაუსში გადავიდნენ. Aამ სახლის განახლება წყვილმა ვაჟიშვილის, არჩის დაბადების შემდეგ გადაწყვიტა. რემონტი თითქმის დასრულებულია. სარემონტიო სამუშაოები წყვილს 2,4 მლნ ფუნტი დაუჯდა, თუმცა განაცხადში აღნიშნული ხარჯებისთვის 2-ჯერ ნაკლები თანხა ქონდათ მითითებული.




ბრიტანელები ამის გამო აღშფოთებულები არიან და საამისო საფუძველიც აქვთ, რემონტის ფული ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ელისაბედ დედოფლის სუვერენული გრანტიდან აიღეს. აღნიშნული გრანტი კი იმ გადასახადებისგან ივსება, რომელსაც თითოეული ბრიტანელი იხდის.
ბრიტანელები აცხადებენი, რომ სანამ სკოლებსა და საავადმყოფოებში შემცირებები მიმიდინ
არეობს სახელმწიფოს არ აქვს საშუალება სამეფო ოჯახს ამხელა თანხა დაახარჯოს.

წყვილთან დაახლოებული პირი აცხადებს, რომ მეგანმა და ჰარიმ თანხის ნაწილი საკუთარი ჯიბიდან გადაიხადეს (კერძოდ ტექნიკა და ინტერიერის აქსესუარები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს), თუმცა ამით ბრიტრანელებს გული როდი მოულბათ.

 ეს მყუდრო, ოჯახური სახლია, იქ სულ 4 ოთახია და ერთიც საბავშვო დარბზი. ის არც ისე დიდია, როგორც ადამიანმა შეიძლება იფიქროს. – ამბობს ოჯახის ახლობელი.




საერთო ჯამშო რემონტი ნახევარი წელი გაგრძელდა და წყვილს სირთულეებტანაც მოუხდა შეჭიდება, მაგალითად გათბობის სისტემა არ აკმაყოფილებდა ეკოლიგიურ სტანდარტებს.

შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარი და მეგანი გასული წლის მაისში დაქორწინდნენ, Aახალ სახლში კი ამა წლის აპრილში გადაბრგდნენ. Fფროგმორი კი ბრიტანული ოჯახის რეზიდენცია გახლავთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები