თეონა თავართქილაძის დახვეწილი ბინა - "ჩემს სახლში არაფერია ზედმეტი და მოგონილი"

შროშის ქუჩაზე დიზაინერ თეონა თავართქილაძეს ვესტუმრეთ. კარის გაღებისთანავე ისეთი საოცარი სიმშვიდე ვიგრძენით, მივხვდით, რომ თვალიერებისა და საუბრის პროცესი არ მოგვბეზრდებოდა. 
ამ შეგრძნებებს დიზაინერის აივანი კიდევ უფრო ამძაფრებს - თითქოს სულ სხვა სამყაროში ხვდები. თვალს გჭრის ნათელი ფერები, სიმწვანე და უამრავი აღსანიშნავი დეტალი.

დიზაინერი რის დიზაინერია, თუ მას ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი არ აქვს, არც თეონაა გამონაკლისი და სახლი სავსე აქვს ულამაზესი ნახატებით. ასევე აღსანიშნავია მისი სადა წიგნების თარო, რომელიც აუცილებლად აგაღებინებს წიგნს და საოცრად კომფორტულ ბინაში მოკალათებულს, სხვა სამყ
აროში გადაგისვრის.

არ შემიძლია, არ გამოვყოთ კუთხე, სადაც კარგად ჩანს ოჯახის სიყვარული ფეხბურთის მიმართ, ეს ბუნებრივიცაა, თეონას მეუღლე რეზი არველაძე ხომ წარმატებული ფეხბურთელია. ეს სიყვარული მათ ვაჟსაც გადაეცა და ისიც ამ გზას აგრძელებს. მისი საძინებლის კედელს ამშვენებს „არველაძის“ მაისური ბევრი ცნობილი ფეხბურთელის ავტოგრაფით.



სახლში უამრავი სარკეა და ყველას თავისებური დატვირთვა აქვს. ერთ-ერთი ისეთ ლამაზ ფერებშია მოხატული, ჩახედვისთანავე გიმაღლებს განწყობას. სახლს უფრო მრავალფეროვანს ხდის მისაღები ოთახის ფერადი ხალიჩა.

როგორც თეონამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ყოფნაც უყვარს, სახლში სულ სხვანაირად გრძნობს თავს და ეს ცხადზე ცხადია. მაშ ასე, ვიმოგზაუროთ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ სახლში.

- ჩემი სახლი მორგებულია იმ ადამიანებზე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სტუმრად მოდის.

- თუ ადევნებთ თვალს მსოფლიო ინტერიერის მოდას და რომელი სტილი მოგწონთ?

- საინტერესო ინტერიერების ნახვა და აღმოჩენა მიყვარს. ისეთივე ინტენსიურობით ვყიდულობ და ვათვალიერებ, როგორც მოდის ჟურნალებს. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიმდინარეობა მომწონს, რადიკალურად განსხვავებული სტილის ერთმანეთში არევა მიყვარს, მთავარია შენარჩუნებული იყოს ზომიერება და ჩემს ესთეტიკაში ჯდებოდეს. რაც გულისხმობს სიმსუბუქეს, სინათლეს და ვფიქრობ, ყოველდღე რომ ხედავ იმას, რაც მოგწონს, გარკვეულწილად ბედნიერი ხარ.

- რას გამოარჩევდით თქვენს სახლში?



- ჩემს სახლში არაფერია ზედმეტი და მოგონილი. ის რაღაცით ჰგავს ჩემი ოჯახის წევრებს.

- თავად, როგორც პროფესიით დიზაინერმა, თუ მიიღეთ სახლის ინტერიერის შერჩევაში მონაწილეობა?

- თავიდან ბოლომდე ვიყავი სახლის დაგეგმვაში ჩართული, რა თქმა უნდა, პროფესიონალებთან ერთად.

- უმეტესად, სად გიყვართ დროის გატარება, სახლში თუ გარეთ?



- ერთნაირად კარგად ვგრძნობ თავს სახლშიც და გარეთაც, მაგრამ სახლში მაინც სულ სხვა სიმშვიდე სუფევს.

- რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას ინტერიერში და თქვენთვის სახლის რომელი ნაწილია ყველაზე კომფორტული?

- 10 წელი ვიცხოვრე სახლში, სადაც მუქი ლურჯი კედლები მქონდა, ახლა უკვე ნათელი ფერები მაქვს შერჩეული, ესეც ცვალებადია პერიოდების და განწყობის მიხედვით. ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტის ზონა - ჩემი საძინებელია.

ნინი აბრამიშვილი

კომენტარები

ჰაა? 2020-01-18 22:16
წიგნები სულ არ გაქვს შვილო? თუმცა, წიგნების ერთი თარო , ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა.
ეკა 2020-01-12 19:35
ზუსტად: არაფერი ზედმეტი და თბილი,ოჯახური აურაა,და არა შოურუმული ინტერიერი,რომელიც მოგწონს,მაგრამ ზედმეტედ მოწესრიგებულ ნივთებთან მიკარება გეშინია და თავს უცხოდ გრძნობ
FASHION ქართველი 2020-01-10 18:17
მრავალს დაესწარით. გილოცავთ შობა-ახალ წელს!!! სასიამოვნოა ოჯახური სიმყუდროვე და სტაბილურობა რომ მოდის ამა თუ იმ პიროვნებისგან. ამ მონდომებას მივესალმები და ტაშს ვუკრავ... სახლი კი ჩვეულებრივ, მამენტ გოიმურ სტილშია გადაწყვეტილი. ეს პრინციპში არავის საქმე არ არის. იხარეთ და გესწავლოთ ჭეშმარიტი მაღალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მანერები.
თბილისელი 2020-01-08 00:00
უბრალო, სადა და ამავე დროს დახვეწილი სახლი, როგორც მისი პატრონი. სახლი სადაც თვალს არაფერი გჭრის. ძალიან კარგი სახლია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები