სამსართულიანი სახლი, რომელიც მუზეუმს ჰგავს - როგორ სახლში ცხოვრობდა ახლახან გარდაცვლილი ცნობილი მოდელიერი

ცნობილი რუსი მოდელიერი ვიაჩესლავ ზაიცევი 2023 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. 2000 წლიდან ის მოსკოვში, მდიდრულ სამსართულიან სახლში ცხოვრობდა, რომლის ფართობიც 900 კვ.მ.-ს შეადგენდა. ეს სახლი მოდელიერმა თავად მოაწყო და გააფორმა. სახლში აბსოლუტურად ყველაფერი უცხოა, არქიტექტურით დაწყებული დეტალებით დამთავრებული. ეს პრაქტიკულად სახლი-მუზეუმია, სადაც ინახება მოდის ისტორია.

სახლის პირველ სართულზე განთავსებულია ნახატების გალერეა, რაც ქმნის მუზეუმის განცდას. აქვე მდებარეობს დიდი სასტუმრო ოთახი თავისი სასადილო ზონით, რომელსაც თეთრი დარბაზი ეწოდება. აქ უმასპინძლდებოდა მოდელიერი თავის სტუმრებს. აქვე არის პიანინო.

სამზარეულოში შეგხვდებათ ძველებური, რარიტეტულ სერვანტი.
აქ ინახავდა მეპატრონე ძვირფას ჭურჭელსა და სასმელებს. სამზარეულოს გარნიტური არის ხის, რეტრო სტილის. ყურადღებას იქცევს ასევე დიდი დასადგამი საათი. სამზარეულოს უერთდება ბუხრის შავ-თეთრი ზონა.

მეორე და მესამე სართულზე არის საძინებელი სტუმრებისა და თავად პატრონებისთვის. აქვე არის დიდი, შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა, სადაც ინახება არა მხოლოდ წიგნები, არამედ მოდის ჟურნალების კოლექცია.
სახლის მნიშვნელოვანი ლოკაციაა პატრონის სამუშაო კაბინეტი.
სპეციალური სართულია გამოყოფილი სახლში მოდელიერის მიერ შექმნილი მოდელების შესანახად. ოთახი ლურჯ-ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი.






1
რაც შეეხება სახლის გარე ტერიტორიას, სახლი მდებარეობს ტყეში, გარშემო არის დიდი კლუმბები, ბარბექიუს ზონა, ასევე სათბური ბოსტნეულის და სხვადასხვა კულტურის მოსაყვანად. გარე ტერიტორიას ამშვენებს დიდი თეთრი ნავი, რომელიც გაფორმებულია ყვავილებით.





კომენტარის დამატება