საკუთარი პიცერია, სკეიტბორდის პარკი, თეატრი... - ცნობილი ადამიანების მდიდრული სახლები

ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების მთავარი შენაძენი სახლი ან ბინაა. ცნობილი იმისთანებისთვის, ვარსკვლავებისთვის კი ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოდით ვნახოთ, როგორ სახლებში ცხოვრობენ ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავები.

ბიონსეს და ჯეი ზი-სა სახლი მალიბუში

ამ სახლში წყვილმა რეკორდული 200 მლნ დოლარი გადაიხადა. ეს კალიფორნიის შტატში ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონებაა.



ბრედ პიტის სახლი ლონ ანჯელესში

მსახიობმა ეს სახლი 1994 წელს შეიძინა 1,7 მლნ დოლარად. თუმცა პრესტიჟულ რაიონში მიმდებარე ნაკვეთებიც შეიძინა, გააფართოვა საკუთარი სამფლობელო და ამ წლის მარტში სახლი 40 მლნ დოლარად გაყიდა. სახლს აქვს სკეიტბორდის
პარკი, ტერასები, ორი აუზი და სხვა მრავალი რამ.


კიმ კარდაშიანის სახლი მალიბუში

კიმ კარდაშიანმა ეს საოცარი სახლი წყნარი ოკეანის სანაპიროზე 2022 წელს შეიძინა 70, 4 მლნ დოლარად. ეს სახლი, უნიკალური ხედებით ოკეანეზე ადრე სინდი კროუფორდის საკუთრება გახლდათ.


ჯორჯ კლუნის სახლი იტალიაში, კომოს ტბაზე

კომოს ტბაზე მე-18 საუკუნეში აშენებული ეს ვილა 2002 წლიდან ჯორჯ კლუნის საკუთრება გახლავთ. სახლს აქვს სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, ჩოგბურთის კორტი, საკუთარი პიცერია (საზაფხულო სამზარეულო) და თეატრი ღია ცის ქვეშ. ყველაფერი ეს 100 მლნ დოლარად არის შეფასებული.


ტინა თერნერის სახლი ციურიხში

ეს სახლი ციურიხში როკ ენ როლის დედოფალმა სიკვდილამდე 2 წლით ადრე შეიძინა 76 მლნ. დოლარად. ციურიხის ტბის სანაპიროზე მდებარე სახლს საკუთარი სანაპიროც აქვს და 10 ძველებური ნაგებობისგან შედგება.



ტომ კრუზის სახლი კოლორადოში

ტომ კრუზის 59 მლნ. დოლარად შეფასებული სახლი კოლორადოს მთებში მდებარეობს. მთელ ტერიტორიაზე ხუთი სრულფასოვანი სახლია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები