როგორი სააბაზანოები აქვთ მსოფლიო ვარსკვლავებს - საინტერესო სანახაობა

თუ დაფიქრდებით, ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს აბაზანაში ვატარებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სახლის ეს ადგილი უნდა იყოს სასიამოვნო, კომფორტული და ლამაზი. ვნახოთ, სად განიტვირთებიან ხოლმე მსოფლიო ვარსკვლავები ხანგრძლივი დღის შემდეგ.

ჯიჯი ჰადიდი

მოდელის მანჰეტენის ბინაში საოცარი აბაზანა თბილ, ბუნებრივ ფერებშია მორთული. მაგიდის ზედაპირი მარმარილოთია გაფორმებული, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის იატაკის კედლებს. სხვათა შორის, ვარსკვლავმა გადაწყვიტა, არ გამოეყო აბაზანა საშხაპისგან - ისინი ერთ სივრცეშია, გაყოფილი გამჭვირვალე შუშის პანელით, რაც არცთუ ხშირად გვხვდება ცნობილი ადამიანების სახლებში, რადგან მათ, როგორც წესი, სივრცის დაზოგვა არ სჭირდებათ.

სტინგი

სტინგის ყოფილი სახლი მალიბუში არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია ეკო-სტილში. სახლს აქვს 10 საძინებელი ოთახი და თითოეულს აქვს მართლაც ეგზოტიკური სული. დიზაინი ესპანური, მაროკოს და ინდური მოტივების ნაზავია. აქ ყველაფერი გასაოცარია - ბუნებრივი მასალები საოცრად ეხამება ანტიკვარულ ავეჯს, ნამდვილი სამოთხე ეკლექტიკის მოყვარულთათვის!

სელენა გომესი

გომესი "სტერილური" ინტერიერის მოყვარულია. იგი არ ერიდება საცხოვრებელ სივრცეში ღია ფერების უხვად გამოყენებას, მის სახლში, ლოს-ანჯელესში, ვერ ნახავთ ცოცხალ და ნათელ ჩრდილებს. გომესის მდიდრული აბაზანა იატაკიდან ჭერამდე თეთრი მასალებით არის მოპირკეთებული. რატომაც არა? ეს ხომ საოცარ სივრცეს ქმნის, თეთრი ფერი ძალიან ლამაზია ინტერიერში.

სინდი კროუფორდი

კროუფორდის აბაზანის რთული ფორმა ნამდვილი გამოწვევაა ინტერიერის დიზაინერებისთვის, თუმცა დიზაინი მართლაც შთამბეჭდავი და ორიგინალურია.

რიზ უიზერსპუნი

მას ვერ ვუწოდებთ შავი და თეთრი ფერის გულშემატკივარს - მისი სახლები ძალიან ფერადი და კაშაკაშაა, თუმცა მსახიობმა თავშეკავება გამოიჩინა, როდესაც ბრენტვუდში ტუდორის სტილის სასახლე ააშენა. ასე დაიბადა ამ აბაზანის ინტერიერის იდეა, რომელშიც მინიმალიზმი თანაარსებობს მე-15-მე-16 საუკუნეების სტილის მსგავს ნივთებთან.

მაილი საირუსი

როდესაც მომღერლის აბაზანას დაინახავთ, მაშინვე გახსენდებათ სიტყვა: "უზარმაზარი". ამ ინტერიერში იგრძნობა არასრულყოფილების განცდა. მაგრამ თუ ეს ყველაფერი აკუსტიკის გამო ხდება (როგორც ვიცით, საირუსმა შხაპის მიღების დროს შექმნა თავისი საუკეთესო ჰიტები), მაშინ ჩვენ გვესმის მისი.

ტეილორ სვიფტი

ხუთი წლის წინ მომღერალმა თაუნჰაუსი იყიდა ნიუ-იორკის მჭიდროდ დასახლებულ უბანში. პლუს - სამი პერსონალური საცხოვრებელი სართული საოჯახო კინოთეატრით და სპორტული დარბაზით. თუმცა მისი სახლი, ისევე როგორც ბევრი სახლი მანჰეტენში, თითქოს გაჭედილია ორ სხვა კორპუსს შორის, რის შედეგადაც მასში არსებული ყველა ოთახი მოუხერხებლად არის წაგრძელებული. მაგრამ აბაზანა მდიდრულია! მესამე სართულზე მდებარეობს მთავარი საძინებლის გვერდით და მორთულია კირქვით, მოდურ რუხ-ხორცისფერში.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ცნობილ სასახლეს მონტესიტოში 19 აბაზანა აქვს, სულ სხვადასხვა სტილის. აქ შეგიძლიათ იხილოთ ვიქტორიანული ეპოქის გავლენა, რომაული აბანოების და თურქული ჰამამების ესთეტიკა. ჰარის და მეგანს ასევე აქვთ საკუთარი სპა საუნით და მასაჟის ოთახით.

პამელა ანდერსონი

ანდერსონი პატარაობიდანვე ფუფუნებაში გაიზარდა. მალიბუს სასახლეში ვარსკვლავი ეცადა შეექმნა მისთვის ჩვეული კალიფორნიული გლამურული სტილი. სახლს აქვს სამი საძინებელი და სამი სველი წერტილი. ინტერიერი გამოირჩევა კედლებზე ამრეკლავი მეტალის საფარით მოზაიკის ეფექტით.

ჯესიკა ალბა

ჯესიკა ალბას ცოტა უცნაური აბაზანა აქვს ბევერლი ჰილზის სახლში. დიდ სივრცეში ჯაკუზი აბანოთი თითქმის ოთახის შუაშია განთავსებული. თუმცა ჯაკუზი იმდენად პატარა ზომის არის, მასში არათუ დაწოლა, კომფორტულად ჯდომაც არ შეიძლება. თუმცა საშხაპე ზონა დიდია - ორი ადამიანისთვის განკუთვნილი საბანაო ადგილით, რომლებიც ერთამენთისგან შუშის პანელებით არის გამოყოფილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები