აბაზანა რომ ყოველთვის სუფთა იყოს - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

აბაზანაში სისუფთავის მუდმივად შენარჩუნება არც ისე მარტივი საქმეა, არადა, უაღრესად მნიშვნელოვანია. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ნივთების წყალობით ყველაფრის მოხერხებაა შესაძლებელი. არსებობს საერთო რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც დიასახლისებს ცხოვრებას უადვილებს.

პირველი რეკომენდაცია გახლავთ საოჯახო ქიმიის რევიზია ყოველკვირეულად, რომ დროულად მოიშოროთ თავიდან ცარიელი ქილები და ბოთლები.
ნუ გაავსებთ აბაზანას ისეთი კაშკაშა ნივთებით, რომელიც ყურადღებას მიიქცევს.
სწორად გადაანაწილეთ დახურულ სივრცეში ნივთები, რათა მოშორებული იყოს თვალიდან.
რაც შეეხება ნივთებს, იქონიეთ:

დასაკიდი სილიკონის ჯაგრისი
ეს ნივთი მოსახერხებელია იმით, რომ, ჯერ ერთი, ემაგრება კედელს და არ არსებობს
იმის საშიშროება, რომ შემთხვევით, ხელის მოუხერხებელი მოძრაობის შედეგად ის შეიძლება გადაყირავდეს და დისკომფორტი შეგვიქმნას. ასევე ის ბევრად გამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი, ტრადიციული ჯაგრისი.

დასაკეცი სათლი
ბევრი ახალგაზრდა დიასახლისი მიიჩნევს, რომ სათლი და პლასტმასის ჯამი წარსულის გადმონაშთია, თუმცა ეს ნივთები ყველას რომ სჭირდება, ესეც ფაქტია. იმისათვის, რომ დაზოგოთ სივრცე და არ გადატვირთოთ ინტერიერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაკეცი სათლი, რომელიც ძალიან პრაქტიკულიც არის და ლამაზიც.

კბილის ელექტროჯაგრისის სადგამი
ბოლო დროს სულ უფრო ბევრი ადამიანი ამჯობინებს ელექტროჯაგრისს ტრადიციულ ჯაგრისს. თუმცა მასთან დაკავშირებით არსებობს ერთი პრობლემა, არცთუ მოსახერხებელია მისი შენახვა. თუმცა არსებობს თანამედროვე მოწყობილობა, სადგამის სახით, რომელიც ამ პრობლემას მარტივად აგვარებს.

მინის და კაფელის სილიკონის საწმენდი
მინის კაბინა და კაფელი სუფთად და აკურატულად გამოიყურება, თუ მოხმარების შემდეგ სილიკონის საწმენდით დაამუშავებთ, ასე წყლის წვეთებს ადვილად მოაშორებთ და მინა და კაფელი ნადებს არ გაიკეთებს, რაც აბაზანის დალაგებას საგრძნობლად ამარტივებს.

ჰაერის საშრობი
თუ აბაზანაში არ არის კარგი ვენტილაცია და რადიატორი სველი პირსახოცების გასაშრობად, ალბათ ობის და სოკოს პრობლემა მეტად გაწუხებთ, ამ შემთხვევაში პრობლემას მოგიგვარებთ ჰაერის საშრობი, რომელიც ხელს შეუშლის კონდენსატის და ობის წარმოქმნას.

აბაზანის დალაგებას ამარტივებს ასევე დასაკიდი სანტექნიკა, დიდი ზომის კაფელ-მეტლახი, ჩაშენებული სანტექნიკა, მარტივი ფორმის შემრევები და ხარისხიანი ჰერმეტიკი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები