მსახიობ პირს ბროსნანის მიერ შექმნილი ლარნაკები მოდურ ტრენდად იქცა

მსახიობმა და მხატვარმა პირს ბროსნანმა გერმანული ბრენდისთვის ლარნაკების შეზღუდული გამოშვების კოლექცია შექმნა. მან ისინი სიყვარულის, დანაკარგისა და ხელახლა დაბადების თემებზე შექმნილი ნახატებით გააფორმა.

მსახიობმა, რომელიც ცნობილია ჯეიმს ბონდის როლით, და გერმანული ბრენდის, ჰერინგ ბერლინ-ის დამფუძნებელმა, სტეფანი ჰერინგმა, კოლაბორაცია წარმოადგინეს. ეს არის ორიგინალური კერამიკის სერია, "სოუ მენი დრიიმს", რომელიც ბროსნანის ნახატებით არის გაფორმებული, სერია მოიცავს სამ ლარნაკს, თითოეული შეზღუდული გამოშვებით, 25 ეგზემპლარად გამოვიდა.

პირს ბროსნანმა ლარნაკები "ტილოდ" გამოიყენა, რომლებზეც თხელი, მონოქრომული ნახატები, "მირაჟი", "შეხვედრა" და "მარტოობა" დაამუშავა.
ხედვის კუთხიდან გამომდინარე, ლარნაკები

ცილინდრული, ოვალური ან კონუსურია. ისინი შეიძლება ცალკე განთავსდეს ან გაერთიანდნენ ერთ კომპოზიციად, რომელიც ასახავს მხატვრის გრძნობებს.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები