დეკემბერში სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ნიშნობის შესახებ განაცხადეს. მომღერალმა ფოტოების სერია გამოაქვეყნა ნანატრი ბეჭდით, თუმცა სხვა სიახლის შესახებ არაფერი განუცხადებია, არადა, ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე წყვილმა ბევერლი ჰილზში 35-მილიონდოლარიანი სახლი იყიდა.

ეს რეზიდენცია ადრე ცნობილ რეჟისორს ეკუთვნოდა. ფაქტობრივად ორი ნაკვეთისგან შედგება, რომელზეც მთავარი სასახლე და ორი ცალკე სასტუმრო სახლია განთავსებული - ერთი მათგანი კერძო სტუდიაა, მეორე კი სახლის კინოთეატრი.

ეს სახლი 1928 წელს არის აშენებული ესპანურ სტილში. შესასვლელში სტუმრებს ხვდება ჭედური რკინის სპირალური კიბე, შემდეგ მოდის ფართო მისაღები ოთახი
მაღალი ჭერით და გასასვლელი მწვანე ბაღში, სადაც არის საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და შუშის სათბური.

სასახლე გასაყიდად ბოლოს 2021 წლის აგვისტოში გამოიტანეს აუქციონზე 30,7 მილიონ დოლარად. განცხადებაში ის აღწერილი იყო, როგორც "ნამდვილი შედევრი" და "განმასხვავებელი დეტალების, დახვეწილი ხელოსნობისა და საუკეთესო თანამედროვე კეთილმოწყობის იდეალური ნაზავი".

ბევერლი ჰილზში მდებარე სახლის გარდა, სელენას აქვს მამული სამხრეთ კალიფორნიაში, რომელიც მან 2020 წელს 4.9 მილიონ დოლარად შეიძინა, ასევე - ოთხსაძინებლიანი და ოთხი სველწერტილიანი სახლი ლოს-ანჯელესის ვუდლენდ ჰილზის უბანში, რომელიც ვარსკვლავს 2017 წელს 1.8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ამასობაში, ბენი ბლანკო ცდილობს თავისი ნიუ-იორკში მდებარე ბინის გაყიდვას. სამსაძინებლიანი ლოფტი მაისში 3,995,000 დოლარად გამოიტანეს გასაყიდად, მაგრამ მყიდველები არ გამოჩენილან, ამიტომ ფასი 3,750,000 დოლარამდე შემცირდა.