ჰოლივუდის ოქროს ხანა დღემდე აქტუალურია, იმ დროის გულშემატკივრები დიდი სიამოვნებით ადევნებენ თვალს ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებას და ყველაფერი აინტერესებთ მათი კერპების შესახებ - სად ცხოვრობდნენ და რა უჯდებოდათ მდიდრული ვილების მოვლა.
მერილინ მონრო

მერილინ მონრომ 1952 წელს იქირავა სახლი ჰოლივუდის ბორცვებზე თვეში 237 დოლარად. ის და ჯო დიმაჯიო იქ დიდ დროს ატარებდნენ. ერთადერთი სახლი, რომელიც მერილინს ეკუთვნოდა, ბრენტვუდში მდებარეობდა. მსახიობმა ის 1962 წელს 75 000 დოლარად შეიძინა - რამდენიმე თვის შემდეგ სწორედ ამ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. 2017 წელს, მონროს 91-ე
დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე სახლი 7,25 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ფრენკ სინატრა

ფრენკ სინატრას პალმ სპრინგსში ჰქონდა ბრწყინვალე სასახლე, სახელწოდებით "ტვინ პალმსი". მამული სპეციალურად მისთვის დააპროექტეს, რაც დაახლოებით 1.9 მილიონ დოლარი დაჯდა. სინატრა ხშირად კიდებდა სახლზე ჯეკ დენიელსის დროშას, რითიც მეგობრებს წვეულებაზე იწვევდა.

ჯუდი გარლანდი

კალიფორნიის შტატის ქალაქ ბელ-ეარში მდებარე ეს სოფლური სტილის სახლი 1938 წელს აშენდა, ერთი წლით ადრე, სანამ ის მსოფლიო მასშტაბით გახდებოდა ცნობილი, ფილმით "ოზის ჯადოქარი". 2011 წელს ეს სასახლე 5.2 მილიონ დოლარად გაიყიდა, ერთი წლის შემდეგ კი ხელახლა გაიყიდა 6.7 მილიონ დოლარად. ჯუდი და მისი დედა აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახლის დეკორაციაში, მათ მზიანი კალიფორნიის გულში ძველი ინგლისის პატარა კუთხე შექმნეს.
ელვის პრესლი

1957 წელს 22 წლის მომღერალმა ტენესის შტატში მდებარე გრეისლენდის სასახლე დღევანდელი კურსით 924 000 დოლარად შეიძინა. სახლი, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, დიდებულია. დღეს ეს შეერთებულ შტატებში ყველაზე მონახულებადი სახლია: მას ყოველწლიურად 500 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

ბასტერ კიტონი

კიტონის ეს სასახლე 1926 წელს აშენდა და მსახიობის აყვავების პერიოდში ბევერლი ჰილზში ყველაზე ცნობილი იყო. ის ხუმრობდა, რომ ეს სახლი თავისი ლაპარაკით ააშენა.
1932 წელს კიტონს ცოლი გაშორდა და სახლი გაყიდა. ქონება მოგვიანებით გაიყო, შემდეგ კი კვლავ გაერთიანდა: წყვილმა, სახლის ნაწილი 2002 წელს შეიძინა, მეორე კი 2016 წელს - 16,2 მილიონ დოლარად.
კლარკ გეიბლი

მსახიობმა მეუღლე კეროლ ლომბარდთან ერთად 1939 წელს ენსინოში სახლი იყიდა, რომელიც ოდესღაც მიკი რუნის ეკუთვნოდა. შენაძენი 50 000 დოლარი დაჯდა.

წყვილი სამი წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა მამულში, მაგრამ 1942 წელს კეროლი გარდაიცვალა და გეიბლი, მიუხედავად იმისა, რომ სასახლე არ გაყიდა, მწუხარების გამო იშვიათად სტუმრობდა მას. 1977 წელს სახლი ფინანსისტმა მაიკლ მილკმა 587,500 დოლარად შეიძინა.

მერი პიკფორდი და დაგლას ფერბენკსი

მუნჯი კინოს მსახიობმა მერი პიკფორდმა და მისმა მაშინდელმა მეუღლემ დაგლას ფერბენკსმა მხოლოდ 35,000 დოლარი დახარჯეს პიკფეარის ცნობილ მამულში. ეს იყო პატარა ქოხი გორაკზე, მაგრამ წყვილმა ის ჯერ 22 შემდეგ კი 42-ოთახიან სასახლედ გადააკეთა. პიკფეარს ხშირად სტუმრობდნენ გამორჩეული სტუმრები.

1980 წელს სახლი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მფლობელ ჯერი ბასს 5.3 მილიონად მიჰყიდეს, რვა წლის შემდეგ კი მან ის ისრაელელ ბიზნესმენ მეშულამ რიკლისს დაახლოებით 6.6 მილიონად მიჰყიდა. შენობის კედლებში მალევე ტერმიტები იპოვეს, ამიტომ მამული დაანგრიეს და მიწაზე კიდევ ერთი სასახლე ააშენეს. ის გასაყიდად 60 მილიონ დოლარად არის გამოტანილი.
ჯეინ მენსფილდი

მსახიობმა ხმელთაშუა ზღვის სტილის სახლი 650 000 დოლარად (დღევანდელი შეფასებით) შეიძინა და ქმართან ერთად ვარდისფერ სასახლედ აქცია. მიკი ჰარგიტეიმ ძალიან სცადა ცოლის ბედნიერება: მან ხელით გააკეთა ხის ბუხარი და გულის ფორმის აუზზე ოქროთი ამოტვიფრა სიყვარულის დეკლარაცია. ვარდისფერ სასახლეში შამპანურის შადრევანიც კი იყო.