მილიარდერი ბერნარ არნო იტალიაში ლეონარდო და ვინჩის ვილაში გადადის


მილიარდერი ბერნარ არნო პარიზიდან მილანში გადასვლას გეგმავს. მოდის კონგლომერატის LVMH-ის მფლობელმა მილანის ცენტრში მდებარე ისტორიული ლეონარდო და ვინჩის ვილა 2022 წელს შეიძინა და ცოტა ხნის წინ დაასრულა რემონტი, რომელიც ბიზნესმენს 1.3 მილიონი ევრო დაუჯდა.

იტალიაში განიხილავენ, თუ რას აპირებს 76 წლის ფრანგი ბერნარ არნო მილანის ცენტრში მდებარე ისტორიული მამულისთვის. ჭორების თანახმად, ის აპირებს ვილის პირად საცხოვრებლად გადაქცევას ან LVMH-ის კულტურული ცენტრის შექმნას, სადაც კერძო წვეულებები და ჩვენებები გაიმართება. ადრე საუბარი იყო LVMH-ის შტაბ-ბინის (რომელშიც შედის ბრენდები ლუი ვიტონი, კრისტიან დიორი, ჟივენში და
სხვა) მილანში გადატანაზე, მაგრამ მოდის კომპანიის მენეჯმენტმა ეს უარყო.

თავად მილიარდერი ჯერ არ საუბრობს სამომავლო გეგმებზე. გარიგების ოდენობა უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მნიშვნელოვანი თანხა ღმოჩნდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანისთვისაც კი.

სახლი რენესანსის არქიტექტურის ერთ-ერთი იშვიათი შემორჩენილი ნიმუშია. ვილა მე-15 საუკუნეში აშენდა და 1498 წელს მილანის ჰერცოგმა ლუდოვიკო ილ მორომ, ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო ვახშმის" ნახვის შემდეგ, სასახლე და მიმდებარე ვენახი მხატვარს გადასცა. მთელ რეზიდენციას ხალხში "ლეონარდო და ვინჩის ვილა" შეარქვეს. კვ


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები