ბობ დილანის ჰარლემის სასახლე 3 მილიონ დოლარად იყიდება

ლეგენდარული მუსიკოსის ყოფილი სახლი ნიუ-იორკში 1890-იანი წლების დასაწყისში აშენდა და წარსული ეპოქების ატმოსფეროს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს.

ჰარლემში აგურის თაუნჰაუსი 32 არქიტექტურული ძეგლიდან ერთ-ერთია, რომელიც 1890-იან წლებში ერთი სტილით აშენდა. ლეგენდარული მუსიკოსი, უამრავი ჰიტის ავტორი და შემსრულებელი ამ სახლში 1986 წლიდან 2000 წლამდე ცხოვრობდა, მას ხუთსაძინებლიანი ბინა ჰქონდა, რომლის საერთო ფართობი 418 კვ.მ. იყო.

მიუხედავად მოვლენებით სავსე ისტორიისა, მან შეინარჩუნა მრავალი ორიგინალური დეტალი: პარკეტის იატაკი, ფანჯრები, გასაწევი კარები, ხის ნაკეთობები, ბუხარი და ორი კიბე - დიდი კიბე და სპირალური კიბე, რომელიც ბატლერის
საკუჭნაომდე მიდის.



განლაგებაც პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ხის პანელებით მოპირკეთებული ფოიე მისაღებ ოთახში გადის, რომელიც სამზარეულოში გადადის, სადაც დიდი კუნძული და ვიქტორიანული თუჯის ღუმელია.

ზედა სართულები საძინებლებს ეთმობა. მესამე სართულზე ორი ოთახია, რომლებიც მარმარილოს აბაზანით არის დაკავშირებული. ყველაზე მაღლა კიდევ სამი საძინებელია: ერთიდან იშლება ხედი 139-ე ქუჩაზე მდებარე დიდებულ ყვითელ აგურის სახლებზე, დანარჩენი ორი კი ეზოს გადაჰყურებს.

ისტორიულ ელფერთან ერთად, სახლს ყველა თანამედროვე კომფორტი აქვს: ცენტრალური გათბობა და კონდიცირება, სააბაზანოებში თბილი იატაკი, ხმის იზოლირებული ფანჯრები და სარდაფში ცალკე სამრეცხაო ოთახი დამატებითი სათავსოთი. ვარსკვლავის ყოფილი სასახლის შეძენა 3 მილიონ დოლარად შეგიძლიათ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები