მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი სახლს 12 მილიონ დოლარად ყიდიან


ჰოლივუდის ვარსკვლავის, მაიკლ დუგლასის და მისი მეუღლის, მსახიობ კეტრინ ზეტა-ჯონსის შვილები გაიზარდნენ და საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ, შესაბამისად წყვილმა გადაწყვიტა, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ირვინგტონში მდებარე სასახლე გაეყიდა. ქონება 12 მილიონ დოლარად იყიდება. 1920-იანი წლების სასახლე ჰადსონის მდინარის სანაპიროზე, ნიუ-იორკის მახლობლად მდებარეობს.


"როდესაც ეს სახლი ვიყიდე ირვინგტონში, ვიცოდი, რომ აქ მრავალ ბედნიერ ოჯახურ მომენტს გავატარებდით. ახლა, როდესაც ჩემმა ვაჟმა და ქალიშვილმა სახლი დატოვეს, მგონია, რომ იდეალური დროა გადასვლისთვის". მაიკლთან ერთად ბერმუდის კუნძულებსა და ევროპაში მეტი დროის გატარებას ვგეგმავთ", - ამბობს მსახიობი.


თავის
დროზე კეტრინ ზეტა-ჯონსმა ქონება 2019 წელს 4.5 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლს აქვს სახლს რვა საძინებელი და თორმეტი სველი წერტილი. შეძენის შემდეგ, ცნობილმა წყვილმა ინტერიერის ყოვლისმომცველი რემონტი ჩაატარა, რის შემდეგაც შავ-თეთრი ნეოკლასიკური სტილი დომინანტური თემაა. სამზარეულოში ებონის იატაკია, რომელიც თეთრ მარმარილოს სამუშაო ზედაპირებსა და ოქროსფერ ფურნიტურას ერწყმის.
საძინებლის მთავარი ოთახი მოიცავს მისაღებ ოთახს, ბუხრიან აბაზანას და გასახდელ ოთახს შთამბეჭდავი შავი კარადებით.



ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ოთახია კაბინეტი/ბიბლიოთეკა, რომელიც მუხის ხის პანელებითაა მოპირკეთებული, სპირალური კიბითა და ჭერამდე თაროებით. პირველ მთავარ სართულზე ფრანგული კარები ფართო ტერასაზე გადის, რომლის ქვეშაც განთავსებულია დახურული გასართობი ცენტრი აუზით (რა თქმა უნდა, ჰადსონის მდინარეზე ხედით), სპორტული დარბაზი, სათამაშო ოთახები და სამზარეულო.











კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები