"როგორ მოგწონთ ჩემი მოგებული ბინა? მწყინს, რომ ესეც უნდა გავაქირავო და მე აღარ ვიცხოვრებ!" - გურამ შეროზია ახალი ბინის ფოტოებს აქვეყნებს

ჟურნალისტი და ბლოგერი გურამ შეროზია პროექტ "პრაიმ ჰაუსში" მოგებული ბინის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც, როგორც წინა ბინა, დიზაინერმა პეპიმ მოუწყო:

"დაა, დადგა დრო წარმოგიდგინოთ ჩემი პრაიმ ჰაუსის სახლი!! 
არ მჯერა, როგორ ხდება, რომ ყველა სახლი ერთმანეთზე უკეთესი გამოდის! არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს მე პეპი გრძელიწინდა...
დაწყების დღიდან, რა სად დავდგა, როგორ გადავტიხრო, ფართი როგორ ავითვისო მაქსიმალურად - ყველაფერს ის აგვარებს და წყვეტს! მერე ფერები, დიზაინი, სად ვიყიდო, როგორი ფასებია კარგი - ვისაც ჯერაც არ გითანამშრომლიათ მასთან - ბეეევრი დაგიკარგავთ!"



გურამის თქმით, ეს ბინაც უნდა გააქირავოს:
"ძალიან მომწონს ეს სახლი და ძალიან მწყინს, რომ ესეც უნდა გავაქირავო და მე აღარ ვიცხოვრებ! დიღომშია, ახლად აშენებულ კორპუსში, ორი საძინებლით."



"დიდი მადლობა! ბინის წარმატება გაქირავებასა თუ გაყიდვისას დიდწილად არის დამოკიდებული ფოტოებზე და ჩემი უდიდესი რეკომენდაცია ინტერიერის საუკეთესო ფოტოგრაფ - გოგას!
აბა, შეაფასეთ, როგორ მოგწონთ ჩემი მოგებული ბინა".











"ვტირი! ისეთი ფერადი, ლამაზი და მყუდრო გამოვიდა ჩემი ავლაბრის სახლი..." - გურამ შეროზია თავისი ბინის ფოტოებს აქვეყნებს



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები