რჩევები მისთვის, ვისაც რეზინის ხელთათმანებით დალაგება არ უყვარს


ძალიან ბევრ დიასახლისს არ უყვარს სახლის დალაგების დროს რეზინის ხელთათმანებით სარგებლობა, თუმცა, დაგვერწმუნეთ, ეს მხოლოდ ჩვევაა. ხელების დაცვა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ ხშირად გიწევთ ცივ და ცხელ წყალთან ერთიერთობა, შეხება გაქვთ საყოფაცხოვრებო ქიმიასთან.
სწორედ ამ მიზეზით მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ რეზინის ხელთათმანებთან ურთიერთობაში.

თუ ხელთათმანში ხელი გიოფლიანდებათ


სანამ რეზინის ხელთათმანს გაიკეთებთ ხელები ბავშვის ტალკით დაიმუშავეთ.
საქმის დამთავრების შემდეგ კი მოიხსენით ხელთათმანები, გადმოაბრუნეთ, კარგად დაფერთხეთ და სარეცხის სარჭით დაკიდეთ თოკზე.
ასევე არსებობს სპეციალური სარჩულიანი რეზინის ხელთათმანები, რომელიც ხელს გაოფლიანებისგან იცვას.

თუ ხელები გიშრებათ

თუ ხელეი გიშრებათ გირჩევთ ჭურჭლის რეცხვის დროს გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანები. ხელთათმანების გაკეთებამდე ხელები სპეციალური ხელის კრემით დაიმუშავეთ.

თუ რეზინის სუნი გაღიზიანებთ

ბევრ ქალბატონს რეზინის სუნი ძალიან აღიზიანებს. ამ შემთხვევაში არჩევანი ლატექსის ხელთათმანებზე შეაჩერეთ.

თუ დიდი ხელები გაქვთ



თუ დიდი ხელები გაქვთ და რეზინის ხელთათმანი ვერ მოირგეთ უმჯობესია არჩევანი სამედიცინო ხელთათმანებზე შეაჩეროთ, სხვათა შორის, ის ბევრად კომფორტული სახმარია.

თუ ერთდროულად რამდენიმე საქმე გაქვთ გასაკეთებელი



ძალიან მარტივი რჩევა გვაქვს საამისოდ, უბრალოდ შეიძინეთ ორი სხვადასხვა ფერის ხელთათმანი, ერთი ჭურჭლის სარეცხად და მეორე სხვა საქმეების საკეთებლად.

ასე ისინი არასდროს აგერევათ ერთმანეთში.

კომენტარის დამატება