როგორ შევამციროთ ხარჯები ისე, რომ არაფერი მოვიკლოთ


ხშირად გაიგონებთ, საკვებზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლებაო. გეთანხმებით, ეს ეხება იმას, რომ ადამიანი უნდა იკვებოს სწორად და მისი რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი, შეიცავდეს ვიტამინებსა და მინერალებს. ამაზე არავინ დაობს, თუმცა არსებობს მეორე მხარე, როგორ განვკარგოთ ბიუჯეტი ეკონომიურად ისე, რომ ეს ყველაფერი არ მოვიკლოთ.

აი, რას გვირჩევენ სპეციალისტები. წაიკითხეთ, გაეცანით და დაეთანხმებით და განახორციელებთ თუ არა რეალურად ამ რჩევებს აბსოლუტურად თქვენი გადასაწყვეტია.

მაშ ასე:

1. შექმენით საკუთარი მარაგი



ბევრ სოუსს ჭირდება ხოლმე ხორცის ნახარში. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი მთელი ქათმის
მოხარშვა ან ერთი კილო ხორცის. გამოცდილმა დიასახლისებმა ეს კარგად იციან და როდესაც მოხარშავენ ხოლმე ქათამს ან ხორცს ერთ ან ორ ჭიქას ცალკე გადადებენ და შემდეგ საყინულეში ყინავენ, როდესაც სოუსისთვის ჭირდებათ ნახარში, თანაც ნატურალური, ყოველთვის ხელთ აქვთ.

2. ჩამოწერეთ სია



საყიდლებზე სიის გარეშე წასვლა იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად შეიძენთ ბევრ არასაჭირო პროდუქტს ეს კი ზედმეტი ხარჯია, ამიტომ გირჩევთ საყიდლებზე წასვლის წინ ყოველთვის ჩამოწეროთ საჭირო პროდუქტების სია და ამ სიით იხელმძღვანელოთ.

3. შეამოწმეთ მარაგი



გირჩევთ პერიოდულად პროდუქტების მარაგის, საკუჭნაოს და მიცივრის ინვენტარიზაცია ჩაატაროთ ხოლმე, რათა დარწმუნდეთ რა გჭირდებათ და რისი მარაგი გეწურებათ.

4. ნუ შეიძენთ მაღაზიაში თვალის გასწვრივ განთავსებულ პროდუქტს



ამ ხაფანგით სარგებლოს პრქტიკულად ყველა სუპემარკეტი. შედარებით ძვირი პროდუქცია ყოველთვის თვალის გასწვრივაა განთავსებული, კარგად თუ შეათვალიერებთ სხვა თაროებს უფრო მაღლა ან უფრო დაბლა შესაძლოა მსგავსი ან უკეთესი ხარისხის შედარებით იაფ პროდუქციას შეხვდეთ.

5. არასდროს წახვიდეთ საყიდლებზე მშიერი



სტატისტიკა გვიჩვენებს, მშიერი ადმიანები ძალიან ხშირად ყიდულობენ აბსოლუტურად არასაჭირო პროდუქციას.

6. საბითუმო ყოველთვის იაფი როდია



ესეც ერთ-ერთი აპრობირებილი ხერხია. ხშირად საბითუმო ფასი შედარებით მაღალია ვიდრე იმავე პროდუქციის მინი შეფუთვისა.

7. გამოიყენეთ ინეტრნეტ მაღაზია



ასე თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ არა მარტო ფინანსები არამედ დროც და შეძინოთ ბევრად უკეთესი ხარისხის პროდუქცია.

8. მწვანილი თავად მოიყვანეთ



რატომ უნდა გადაიხადოთ მაღაზიაში ზამთრის სეზონზე მწვანე ხახვში ორმაგი ფასი, როდესაც შეგიძლიათ სახლში თავად გაახაროთ და ნატურალური პროდუქტი იქონოთ., ეს ეხება სხვა მწვანილებსაც.

9. ზეითუნის ზეთში გაყინული მწვანილი



ყინულის კუბებში შეგიძლიათ გაყინოთ სეზონური მწვანილი, რომელსაც ზეითუნის ზეთთან ერთად შეამზადებთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.

10. ერთი დღე ხორცის გარეშე



ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ხორცში იხარჯება, არაფერი მოხდება თუ ხორცის მიღებას ოდნავ შევზღუდავთ, კვირაში ერთი დღე ხორცის გარეშე სასარგებლოც კი არის., ოჯახური ბიუჯეტი კი საგრძნობლად შეიცვლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები