8 ნივთი სამზარეულოში, რომელსაც დიასახლისები არასწორად მოიხმარენ


ზოგჯერ ქალბატონები სამზრეულოში ერთი შეხედვით კარგად ნაცნობ ნივთს აბსოლუტურად არასწორად მოიხმარენ. შემოგთავაზებთ ყველაზე გავრცელებული შეცდომების ჩამონათვალს.

1. ნივრის საჭყლეტი



გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ნივრის საჭყლეტი არა მარტო ნივრის საჭყლეტად არის განკუთვნილი არამედ მის გასაფრცქვნელადაც. ამისათვის გასარჩევი ნივრის კბილი უნდა მოათავსოთ საჭყლეტში, ნიორი გაიჭყლიტება, ხოლო ნაფრცქვენი საჭყლეტში დარჩება.

2. ნიშა ღუმელის ქვეშ



ღუმელის ქვეშ არსებულ ნიშას დიასახლისები ძირითადად ტაფების და სამზარეულოს სხვა აქსესუარების შესანახად იყენებენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ადგილი ცხელი, ახლადმომზადებული კერძების შესანახად არის განკუთვნილი მალე რომ არ გაცივდეს.

3. ბლენდერი



ბლენდერის მოხმარება თითქოს ყველა დიასახლისმა კარგად იცის, მაგრამ თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა თანმიმდევრობა, თუ რა რის შემდეგ უნდა დავაქუცმაცოთ. დაბლენდერების დროს ჭურჭელში ჯერ სითხე ან რბილი პროდუქტი უნდა მოვათავსოთ, შემდეგ მარცვლეული და მწვანილი და ბოლოს მკვრივი პროდუქტი, მაგალითად ვაშლი.

4. სპაგეტის კოვზი



ამ კოვზს ბევრი დიასახლისი წყლიდან მაკარონის, სპაგეტის ამოსღებად მოიხმარს, თუმცა ბევრმა არც კი იცის, რომ ამ კოვზის შუაგული, კერძოდ ცარიელი სივრცე განკუთვნილია ერთი პორციის გასაზომად. ამ სივრცეში ზუსტად 80 გრამი თავსდება, რაც იდეალური რაოდენობაა ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი ულუფისთვის.

5. ნახვრეტი ტაფის სახელურზე



ყველას გონია, რომ ტაფის სახელურზე ნახვრეტი მის დასაკიდად არის განკუთვნილი, თუმცა რეალურად ეს კოვზის ჩასადებია, რომელსაც ინგრედიენტების მოსარევად ვიყენებთ ხოლმე.

6. მაცივარი



მაცივრის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მაცივრის შუა თარო, რომელიც ადამიანის თვალის დონეზე მდებარეობს განკუთვნილია რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ხილისა და ბოსტნულისთვის, რათა მაცივრის კარის გაღების დროს პირველ რიგში ადამიანს თვალში ეს სასარგებლო პროდუქტი მოხვდეს, რაც ხელს შეუწყობს მის სწორ კვებას.

7. სივრცე საჭრელ დაფაზე



ცარიელი სივრცე საჭრელ დაფაზე ბევრად ფუნქციურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მას ძირითადად საკიდად იყენებენ, თუმცა თუ სივრცე მოზრდილია ის პროდუქტის საჭმელში აკურატულად ჩასაყრელად შეიძლება გამოიყენოთ.

8. დიდი ზომის დანები



ბევრ დიასახლისს ეშინია დიდი ზომის დანის და მას არ ეკარება, თუმცა თუ მის სწორად დაჭერს ისწავლით მიხვდებით, როგორი მოსახერხებელია და მის გარეშე საჭმლის გაკეთება თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები