შეიძლება თუ არა მუდმივად სწრაფი რეცხვის ფუნქციით სარგებლობა?

სწრაფი რეცხვის ფუქნცია თითქმის ყველა სარეცხის მანქანას აქვს და ეს შესანიშნავი საშუალებაა დროის ეკონომიისთვის. თუმცა საინტერესოა, რამდენად შეიძლება ამ რეჟიმის ყოველდღიურად, სისტემატურად გამოყენება.

სწრაფი რეცხვის რეჟიმი სარეცხის მანქანაზე


მოდით, პირველ რიგში განვაცალკევოთ თეთრი და ფერადი სამოსი. სწრაფი რეცხვის რეჟიმი სარეცხის მანქანებს სხვადასხვა ვარიანტებად აქვს:

სწრაფი რეცხვა 30 გრადუსზე

სწრაფი რეცხვა 40 გრადუსზე

სწრაფი რეცხვა როგორც ცალკეული ღილაკი, რომელიც ნებისმიერი შერჩეული რეჟიმის დროს ამცირებს

ჩამოთვლილთაგან პირველ ორ ვარიანტს შორის სხვაობა პრაქტიკულად არ არსებობს. 30 და 40 გრადუსი, ორივე, ნელთბილ წყალს ნიშნავს,
რომელიც სარეცხს ერთჯერადი ციკლით რეცხავს და გულისხმობს ასევე ერთჯერად გავლებას.
ღილაკი სწრაფი რეცხვა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერი რეჟმის რეცხვის ხანგრძლივობას, როგორც წესი, 30 %-ით ამცირებს. ეს მიიღება ყოველი ციკლის, იქნება ეს რეცხვა თუ გავლება, დროის შემცირების ხარჯზე.

რა ზიანს აყენებს სარეცხს აღნიშნული რეჟიმით რეცხვა?
თუ ტანსაცმელს ყოველდღიურად იცვლით, იმის მიუხედავად, ის ჭუჭყიანია თუ არა, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. სწრაფი რეცხვის რეჟიმი ასეთ ერთხელ ჩაცმულ სამოსს თავისუფლად უმკლავდება და ასუფთავებს.
თუ ტანსაცმელს მუდმივად ხმარობთ და იცვლით მაშინ, როდესაც ის უკვე რეალურად გასარეცხია, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ რეცხვის სრული ციკლი და ასევე მაღალი ტემპერატურა. საქმე ის არის, რომ სარეცხი ფხვნილის აქტიურობა პირდაპირ არის დამოკიდებული წყლის ტემპერატურაზე. რაც უფრო ცხელია წყალი, მით ადვილად და ეფექტურად ირეცხება სარეცხი.

თუ საუბარია პირსახოცებსა და ლოგინის თეთრეულზე, მაშინ ცალსახად უნდა შეარჩიოთ სრული რეჟიმი და წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 60 გრადუსისა. უნდა იცოდეთ, რომ 60 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე მიკრობები და ბაქტერიები არ იხოცება, რამაც შესაძლოა ოჯახის წევრების ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ეს ნიუანსები განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი ოჯახებისთვის, სადაც არიან მოხუცი ადამიანები და ბავშვები.

რა უნდა ვიცოდეთ კიდევ სწრაფი რეცხვის რეჟიმზე?

თუ სწრაფი რეცხვის რეჟიმი გაქვთ არჩეული, სარეცხის მანქანა უნდა დატვირთოთ ორჯერ ნაკლები სამოსითა და ასევე ორჯერ ნაკლები რაოდენობის ფხვნილით.

მხოლოდ ასე გარეცხვის შედეგად მოახერხებს სარეცხი ნორმალურად გავლებას.
თუ თქვენ ძირითადად სწრაფი რეცხვის რეჟიმით სარგებლობთ, კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩართოთ სრულყოფილი რეცხვის რეჟიმი მაქსიმალურ ტემპერატურაზე. რატომ? იმიტომ, რომ, მუდმივად თბილ წყალში რეცხვის დროს მანქანაში მრავლდება ბაქტერიები და სოკო. თუ პერიოდულად მაინც არ გარეცხავთ ცხელი წყლით, მანქანას გაუჩნდება არასასიამოვნო სუნი.

და ბოლოს, არასასიამოვნიო სუნის მიზეზე მანქანაში შესაძლოა ოყოს ფილტრიც, რომელშიც გარკვეული დროის შემდეგ გროვდება ძაფები და სხვადასხვა ნარჩენები. გირჩევთ სამი თვეში ერთხელ მაინც გაწმინდოთ სარეცხის მანქანის ფილტრი.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი სარეცხის მანქანა უფრო დიდხანს და რაც მთავარია, ეფექტურად მოგემსახურებათ.

კომენტარის დამატება