რატომ აკრავენ გამოცდილი დიასახლისები ფანჯრებზე შესაფუთ ცელოფანს

ასეთ ბუშტის შეფუთვას, როგორც უწოდებენ ამ შესაფუთ ცელოფანს, რომელშიც, როგორც წესი, ესა თუ ის ნივთები არის ხოლმე გახვეული, თითქმის ყველა ნაგავში ყრის. მართალია, ზოგჯერ მას იყენებენ როგორც ანტისტრესულ საშუალებას, თუმცა საბოლოოდ ის მაინც ნაგვის ურნაში აღმოჩნდება ხოლმე.
აღმოჩნდა, რომ ამ მასალას შეგიძლიათ მისცეთ მეორე სიცოცხელე, თუ მას ფანჯრებზე ააკრავთ, მით უმეტეს რომ, როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა განსაკუთრებით ზაფხულში.


რა საჭიროა ამის გეკეთება?

ეს მასალა მზის სხივებს არ უშვებს და შესაბამისად სიცხეც ნაკლებად შევა ფანჯარაში.
ამერიკელმა მეცნიერმა ჯანი ედვანმა დაამტკიცა, რომ აღნიშნულ მასალას კონდიციონერის თვისებები
გააჩნია. ბუშტუკებში არსებული ჰაერი იკავებს სიცხეს და საბოლოოდ ის ვეღარ აღწევს შენობაში.


როგორ დავაწებოთ

საამისოდ დაგჭირდებათ ერთიანი დიდი მატერია და სკოჩი. უმჯობესია სკოჩი ორმხრივი იყოს. ჯერ სკოჩი უნდა დააკრათ ცელოფანს, შემდეგ ამოატრიალოთ და მიაწებოთ მინას. მზისგან დამცავი მზად არის. როგორც ხედავთ, საფენი ფანჯარაზე თითქმის შეუმჩნეველია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები