ფქვილი ჭიანჭველების მოსაშორებლად და თავის დასაბანად - ფქვილის გამოყენების უჩვეულო ხერხები


პური ჩვენი არსობისაო, ნათქვამია. ის ადამიანების მთავარი პროდუქტია. პური კი ფქვილით კეთდება. მოდი ვნახოთ, რაში შეიძლება გამოგვადგეს კიდევ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი.



სივრცის ამოსავსებად

ხდება ხოლმე ისე, რომ კედლის ამოვსება ხდება საჭირო, მაგალითად არასწორად ჩაჭედებული ლურსმნის შემდეგ. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი შეიძინოთ სპეციალური საშუალება, აიღეთ დანის წვერით ფქვილი, შეურიეთ ცოტა მარილი და წყალი, გააკეთეთ სქელი მასა და ამოავსეთ სიცარიელე. ბოლოს კარგად გაწმინდეთ კარგად გაწურული ტილოთი, რომ ნაკვალევი არ დაეტყოს.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი


ნებისმიერი ხარისხის ფქვილით შეგიძლიათ მოამზადოთ სახის კანის მატონიზირებელი,
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი. ფქვილის შემადგენლობაში შედის ბევრი ბუნებრივი მინერალი, რომელიც ძალიან უხდება ნებიმსიერი ტიპის სახის კანს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომელ ტიპს რისი ფქვილი მოუხდება, მაგალიათად, სახის მშრალ კანს უხდება ბრინჯის ან შვრიის ფქვილი, ცხიმიანს - ხორბილის, დერმატოლოგიური პრობლმების დროს მიზანშეწონილია ბარდის ფქვილის გამოყენება, დამჭკნარ კანს ჭვავი უხდება, პილინგის დროს კი გირჩევთ დასახმარებლად სიმინდის ფქვილს მიმართოთ.

თმის დასაბანად

თანამედროვე გოგონებს სმენიათ მშრალი საპნის შესახებ, რომელიც ასუფთავებს თავს და ის ბევრად კარგად გამოიყურება, ვიდრე მის გამოყენებამდე. მშრალი შამპუნი გამოიყენება, როგორც ექსტრემალური საშუალება, თუმცა, თუ ხელთ არ გექნებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფქვილი. თუ უცბად თავის დაბანას ვერ ახერხებთ დაიყარეთ ფქვილი, ხელით შეიზილეთ, შემდეგ კარგად ჩამოივარცხნეთ.

გამოიყენთ, როგორც წებო

თუ მოხდა ისე, რომ სახლში წებო არ აღმოგაჩნდათ, თქვენს ბავშვს კი აპლიკაციის გაკეთება მოუნდა შგეიძლიათ თავად მოუმზადოთ ეკოლოგიურად სუფთა წებო და გაახაროთ ბავშვი. საამისოდ ყველაზე კარგი ხორბლის ფქვილია. მას უფრო კარგი წებოვნური თვისებები აქვს.
ერთ ჭიქა ფქვილზე დაგჭირდებათ სამი ჭიქა წყალი და მწიკვი მარილი. მასა მუდმივი რევით დაბალ ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში უნდა ხარშოთ. მოიხმარეთ მას შემდეგ, რაც გაცივდება.

შინაური პლასტილინი


ყველა დედა კმაყოფილა, როდესაც მისი შვილი რამით არის დაკავებული ან ძერწავს, ან ხატავს და ა.შ. შეგიძლიათ პლასტილინი თავადაც გაუკეთოთ, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად უსაფრთხო. თქვენ დაგჭირდებათ ერთი ჭიქა ფქვილი, ერთი ჭიქა ცივი წყალი და ორი სუფრის კოვზი მარილი. ერთმანეთში აურიეთ ყველა ინგრედინეტი და დაამუშავეთ, სანამ კარგად საძერწ მასას არ მიიღებთ. ფერების მისანიჭებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხალი წითელ ფერისთვის, ისპანახი მწვანე ფერისთვის, შაფრანი ყვითელი ფერისთვის, ჩაის ნაყენი ყავისფერისთვის, ჟოლო ვარდისფერისთვის.

ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ


ჭიანჭეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალიან ეფექტური საშუალებაა სიმინდის ფქვილი. მწერებს არ უყვართ ფქვილი და იმ ადგილებს, სადაც ფქვილი იქნება მიბნეული, ახლოს არ ეკარებიან.

მცენარის მწერებისგან დაცვა

თუ თქვენს ოთახის მცენარეებს მწერები შეესია და საფრთხე დაეუქრა, შეგიძლიათ მცენარის ყლორტებს მოაფრქვიოთ ცოტაოდენი ფქვილი, რომელიც გაანადგურებს მწერების მთელ კოლონას. 2-3 დღეში შეგიძლიათ მოაშოროთ ყლორტებს ფქვილი მკვდარ მწერებთან ერთად. ფქვილის მოყრის დროს ფრთხილად იყავით, რომ სიმძიმემ ნორჩი ყლორტები არ დააზიანოს.

უჟანგავი ნიჟარის გასაწმენდად



ფქვილი ყველაზე კარგი საშუალებაა ნიჟარის ცხიმისგან გასაწმენდად. ის ბევრად რბილი საშუელბაა, ვიდრე სოდა ან სხვა სახეხი საშუალება. ნიჟარას, ფქვილით დამუშავების შემდეგ, ისეთი იერი აქვს, თითქოს ახალი ნაყიდია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები