რა უნდა ვიცოდეთ, რომ მაცივარი სწორად გავასუფთავოთ

ბევრ დიასახლისს სძულს მაცივრის გამოსუფთავება მხოლოდ იმიტომ, რომ ეზარება ლღობის რამდენიმესაათიანი პროცესი. სინამდვილეში კი ასე არ არის, აი, რა უნდა გავაკეთოთ თვეში ერთხელ და ნახევარ წელიწადში ერთხელ. გახსოვდეთ, შიდა წმენდის დროს, ჯობს მაცივარი გამორთული იყოს.

ასე დაალაგეთ მაცივარი თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, თუ მრავალსულიანი ოჯახი გყავთ და მაცივარში ბევრი პროდუქტი გაქვთ. მაცივრის დალაგების სიხშირე სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
1. გადაყარეთ ყველაფერი, რამაც ოდნავ მაინც შეიცვალა სტრუქტურა, დაჭკნა, დალპა, დაობდა და ა.შ.
2. თბილი საპნიანი წყლით გაწმინდეთ, თუკი სადმე რამე ლაქა
შენიშნეთ. გაამშრალეთ მიკროფიბრის ტილოთი.
3. კარის რეზინები კარგად გაწმინდეთ სველი ტილოთი, ამის შემდეგ კარი უფრო კარგად დაიხურება.
4. კარგად გაწმინდეთ მაცივრის სახელური.
5. გამოწმინდეთ მაცივარი და კარგდა გაწმინდეთ კომპრესორი და ბადე მტვერსასრუტით, დაგროვილი მტვერი ხელს უშლის კარგად გაციებას.

რაც შეეხება გენერალურ დასუფთავებას, 6 თვეში ერთხელ - ამ შემთხვევაშიც გადაყარეთ ყველა ქილა, სოუსი და ვადაგასული პროდუქტი.
ჩაალაგეთ მაცივრის თაროები აბაზანაში ან ნიჟარაში, გასაპნეთ, გააჩერეთ ცოტა ხანი და კარგად გაავლეთ გამდინარე თბილ წყალში.
კარგად გამოწმინდეთ მაცივრის კედლები სველი საპნიანი წყლით და ამის შემდეგ კარგად გამოამშრალეთ.
რაც შეეხება საყინულეს, თანამედროვე მაცივრების უმეტესობას გაწმენდა არ სჭირდება, თუ რამე შენიშნეთ, შეგიძლიათ ცხელ წყალში დასველებული ტილოთი გაწმინდოთ.

რაც შეეხება სუნს, იმისათვის, რომ თქვენს მაცივარში არ იყოს უსიამოვნო სუნი, არასდროს შეინახოთ თავღია ჭურჭელი.
თუ არასასიამოვნო სუნი მაინც შენიშნეთ, მოათავსეთ მაცივარში პატარა ჭიქა სოდით ან დაფქვილი ყავით ან ნახშირით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები